https://sputnik-georgia.com/20220207/tbilissi-amorzalis-saflavi-ipoves-264222769.html
თბილისში ამორძალის საფლავი იპოვეს – ვიდეო
თბილისში ამორძალის საფლავი იპოვეს – ვიდეო
Sputnik საქართველო
სამარხში სამხედრო პატივით დაკრძალული ქალის ნეშტი იპოვეს. სამკაულების მიხედვით მეცნერები აცხადებენ, რომ სამარხი ძველი წელთაღრიცხვით XI-IX საუკუნეებს ეკუთვნის
2022-02-07T18:14+0400
2022-02-07T18:14+0400
2022-02-09T12:08+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23332/71/233327116_0:156:1500:1000_1920x0_80_0_0_ccaf057f8aec36671d91f3ada8b9370b.jpg
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საქართველოში უნიკალური აღმოჩენის – ამორძალის სამარხის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც ჯერ კიდევ 1927 წელს ზემო ავჭალაში იპოვეს.95 წლის წინ ცნობილი არქეოლოგის გიორგი ნამორაძის მიერ გაკეთებულ უნიკალურ აღმოჩენაზე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა. სამარხში სამხედრო პატივით დაკრძალული ქალის ნეშტი იპოვეს, იუწყება „რუსთავი 2“.საინტერესოა, რომ აღმოჩენა, თანამედროვე მონაცემებით, მსოფლიოში მეომარი ქალების საფლავებს შორის ყველაზე ადრინდელად ითვლება.არქეოლოგის ყურადღება სამარხში არსებულმა ბრინჯაოს ხმლის ფრაგმენტმა, თავის ქალაზე მიყენებულმა ჭრილობამ და იმ სამკაულებმა მიიქცია, რომელიც, მეცნერების დასკვნით, ძველი წელთაღრიცხვით XI–IX საუკუნეებში ამორძალს გარდაცვალების შემდეგ საფლავში ჩაატანეს. ქალი მჯდომარე პოზაში იყო დაკრძალული.„ეს იმაზე მეტყველებს, რომ გენდერული სტერეოტიპები, რომელიც ჩვენში არის, იმ საზოგადოებაში, როგორც ჩანს, არ არსებობდა და თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ მამაკაცები და ქალები“, – განმარტა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და არქეოლოგიის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელმა მიხეილ აბრამიშვილმა.აღმოჩენილი არტეფაქტები ახლა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, თავის ქალის მიხედვით, ეს იყო ახალგაზრდა ქალი.ახლა მეცნიერებს სჭირდებათ შესაბამისი კვლევები, რათა დაადასტურონ, რომ თითქმის საუკუნის წინ აღმოჩენილი ქალის ნეშტი ნამდვილად ამორძალს ეკუთვნის.წყარო: რუსთავი 2
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23332/71/233327116_116:0:1449:1000_1920x0_80_0_0_f95ac5e20fbb207e913eebd07ccfcebd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ამორძალი სამარხი აღმოჩენა საფლავი
ამორძალი სამარხი აღმოჩენა საფლავი
თბილისში ამორძალის საფლავი იპოვეს – ვიდეო
18:14 07.02.2022 (განახლებულია: 12:08 09.02.2022) დღესდღეობით სამარხი მსოფლიოში აღმოჩენილი მეომარი ქალების სამარხებს შორის ერთ-ერთ უძველესად ითვლება.
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საქართველოში უნიკალური აღმოჩენის – ამორძალის სამარხის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც ჯერ კიდევ 1927 წელს ზემო ავჭალაში იპოვეს.
95 წლის წინ ცნობილი არქეოლოგის გიორგი ნამორაძის მიერ გაკეთებულ უნიკალურ აღმოჩენაზე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა. სამარხში სამხედრო პატივით დაკრძალული ქალის ნეშტი იპოვეს, იუწყება „რუსთავი 2“.
საინტერესოა, რომ აღმოჩენა, თანამედროვე მონაცემებით, მსოფლიოში მეომარი ქალების საფლავებს შორის ყველაზე ადრინდელად ითვლება.
არქეოლოგის ყურადღება სამარხში არსებულმა ბრინჯაოს ხმლის ფრაგმენტმა, თავის ქალაზე მიყენებულმა ჭრილობამ და იმ სამკაულებმა მიიქცია, რომელიც, მეცნერების დასკვნით, ძველი წელთაღრიცხვით XI–IX საუკუნეებში ამორძალს გარდაცვალების შემდეგ საფლავში ჩაატანეს. ქალი მჯდომარე პოზაში იყო დაკრძალული.
„ეს იმაზე მეტყველებს, რომ გენდერული სტერეოტიპები, რომელიც ჩვენში არის, იმ საზოგადოებაში, როგორც ჩანს, არ არსებობდა და თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ მამაკაცები და ქალები“, – განმარტა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და არქეოლოგიის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელმა მიხეილ აბრამიშვილმა.
აღმოჩენილი არტეფაქტები ახლა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.
სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, თავის ქალის მიხედვით, ეს იყო ახალგაზრდა ქალი.
ახლა მეცნიერებს სჭირდებათ შესაბამისი კვლევები, რათა დაადასტურონ, რომ თითქმის საუკუნის წინ აღმოჩენილი ქალის ნეშტი ნამდვილად ამორძალს ეკუთვნის.