Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„4 მილიონამდე მქონდა ხელფასი...“ – ცნობილების გულის ამაჩუყებელი მოგონებები პირველ ხელფასზე

© Facebook / Naniko Khazaradzeნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2022
გამოწერა
ნანიკო ხაზარაძე აცხადებს, რომ პირველი ხელფასით მხოლოდ სიგარეტი მოუვიდა.
ერთ-ერთმა ინტერნეტ-გამოცემამ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გადაწყვიტა გაეგო, რა გააკეთეს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა პირველი ხელფასით. კითხვას ქართველი ცნობილებიც გამოეხმაურნენ საკმაოდ გულის ამაჩუყებელი პასუხებით. გთავაზობთ რამდენიმეს:
„პირველი ხელფასით ერთი კოლოფი „მაგნა“ ვიყიდე. 4 მილიონამდე მქონდა ხელფასი“, – დაწერა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ. მოგვიანებით განმარტა, რომ 4 მილიონში კუპონი იგულისხმა.
„ბებიას ვაჩუქე. ზუსტად მახსოვს, 300 ლარი იყო. მოგვიანებით, როდესაც ბებია გარდაიცვალა, მისი ბალიშის ქვეშ ვიპოვეთ კონვერტში საგულდაგულოდ შენახული“, – დაწერა კომპოზიტორმა ნიკოლოზ რაჭველმა.
„ჩემს ძმას ვუყიდე ტყავის ქურთუკი (200 ლარად ნამდვილ ტყავის ქურთუკს ვერ ვიყიდდი და, რა თქმა უნდა, ციგნების ბაზრობას ვეწვიე)“, – დაწერა მსახიობმა სალომე შარვაძემ.
ყველა ახალი ამბავი
0