საქართველოს ნაკრებმა პეკინის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში მეექვსე ადგილი დაიკავა

© Facebook / Georgian Figure Skating Federationქართველი მოციგურავეები ოლიმპიადაზე პეკინში
ქართველი მოციგურავეები ოლიმპიადაზე პეკინში - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2022
გამოწერა
გუნდურ შეჯიბრებებზე ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდნენ მორის ყვითელაშვილი, ანასტასია გუბანოვა, კარინა საფინა/ლუკა ბერულავა და მარია კაზაკოვა/გიორგი რევია.
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. ქართველი მოციგურავეების ნაკრებმა პეკინის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში 22 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა.
გამარჯვებული გახდა რუსეთის ნაკრები 74 ქულით, ვერცხლი აშშ-ს ერგო (65 ქულა), ხოლო მესამე ადგილზე იაპონია გავიდა (63).
საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა ქართველი მოციგურავეების გამოსვლას წარმატებული და ღირსეული უწოდა.

„ქართველმა მოციგურავეებმა ბოლომდე იბრძოლეს, ღირსეულად წარმოადგინეს ჩვენი ქვეყანა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე და სპორტის ამ სახეობაში წლების მანძილზე ჩრდილში მყოფი ქვეყნის ნაკრები გუნდი ცნობადი და ანგარიშგასაწევი გახადეს“, – აღნიშნა მაკა გიორგობიანმა.

გიორგობიანმა მადლობა გადაუხადა ყველა გულშემატკივარს, რომლებიც გუნდს მხარს უჭერდნენ მთელი ტურნირის განმავლობაში.
გუნდურ შეჯიბრებებზე ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდნენ მორის ყვითელაშვილი და ანასტასია გუბანოვა – ინდივიდუალური შეჯიბრებები, კარინა საფინა/ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები) და მარია კაზაკოვა/გიორგი რევია (სპორტული ცეკვები).
ყველა ახალი ამბავი
0