Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გია ბაღაშვილი ცოლს დაშორდა? – თაკო ტაბატაძეს 8 წლით უმცროსი ფეხბურთელი შეყვარებული ჰყავს

© courtesy of Tako Tabatadzeთაკო ტაბატაძე
თაკო ტაბატაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2022
გამოწერა
გია ბაღაშვილმა 19 წლით უმცროს თაკოზე 13 წლის წინ იქორწინა.
მუსიკოსი გია ბაღაშვილი და მისი მეუღლე თაკო ტაბატაძე, რომელსაც ქართველ ოდრი ჰეპბერნსაც უწოდებენ, როგორც ჩანს, დაშორდნენ. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.
აღარც თაკო ტაბატაძეს და არც გია ბაღაშვილს ერთად გადაღებული სურათები უკვე დიდი ხანია აღარ უდევთ სოციალური ქსელის პირად გვერდებზე. თაკო ტაბატაძის ახალი რჩეული ცნობილი ფეხბურთელია. წყვილი ერთად გადაღებულ „სთორებს“ უკვე რამდენიმე დღეა აქვეყნებს და მასზე 8 წლით უმცროსმა სპანდერამ (ნუგო სპანდერაშვილი) თაკოსთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტო უკვე საჯაროდაც გამოაქვეყნა „ინსტაგრამზე“.
ბოლო დროს მსახიობი, რომელიც ძალიან ჰგავს ოდრი ჰეპბერნს და მას ხშირად უღებენ ფოტოებს მის სტილში, ხშირად აქვეყნებს რომანტიკულ ვიდეოებსა თუ ფოტოებს, სადაც მისი ახალი რჩეული ჩანს.
გია ბაღაშვილი და თაკო ტაბატაძე 2009 წელს დაქორწინდნენ. მაშინ თაკო 18 წლის იყო და მაშინ მათი ასაკობრივი სხვაობის გამო ბევრს საუბრობდნენ. თაკო გიაზე 19 წლით უმცროსია.
ყველა ახალი ამბავი
0