ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების სრული ჩამონათვალი

© photo: Sputnik / Stringerდიდთოვლობა აჭარაში
დიდთოვლობა აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2022
გამოწერა
შაბათ საღამოდან ყველა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალულია მოძრაობა ფარავნის უღელტეხილზე
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
„მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ცენტრალურ ჩქაროსნულ მაგისტრალზე გზის გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ინტენსიურად იწმინდება გზა და იყრება ტექნიკური მარილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტრაილერების გადაადგილება კვლავ აკრძალულია შემდეგ მონაკვეთებზე:
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის 1-107-ე კმ მონაკვეთი
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის ტრასის ლენტეხი-მელეს მონაკვეთი
ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის ქუთაისი-საირმის მონაკვეთი.
ხოლო კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინიწმინდის გზის 94-110-ე კმ მონაკვეთზე (ფარავნის უღელტეხილი) შაბათ საღამოდან მოძრაობა სრულად აიკრძალა.
უამინდობის მიუხედავად, თავისუფალია მოძრაობა რუსეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ყველა ახალი ამბავი
0