უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა: საქართველოში სამი პირი დააკავეს

© photo: Sputnikპისტოლეტი და ხელბორკილი
პისტოლეტი და ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისსა და იმერეთში, სხვადასხვა დროს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღეს.
თბილისში ორი პირია დაკავებული, ორივე წარსულში ნასამართლევია. 29 წლის მამაკაცის პირადი ჩხრეკის შედეგად EKOL-ის ფირმის კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი და ასევე კუსტარულად გადაკეთებული 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
53 წლის მამაკაცის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად ამოიღეს „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 2 ვაზნა, გადაჭრილი ორლულიანი თოფი, ე.წ. ბარაბნიანი პისტოლეტი და სანადირო თოფის ორი მასრა.
მესამე პირი იმერეთში დააკავეს. ხონში 53 წლის მამაკაცის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „მაკაროვი-პმ“-ის მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
წყარო - შსს-ს პრესსამსახური
ყველა ახალი ამბავი
0