https://sputnik-georgia.com/20220206/saqartveos-prezidentis-administracia-vikimediastan-itanamsromlebs-264192285.html
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ვიკიმედიასთან“ ითანამშრომლებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ვიკიმედიასთან“ ითანამშრომლებს
Sputnik საქართველო
ვიკიპედიის სივრცე ახალი ფორმის ბრძოლის სივრცეა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
2022-02-06T15:51+0400
2022-02-06T15:51+0400
2022-02-06T15:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24332/76/243327670_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_cdcd692d0dd774462a9d72de5c5c2814.jpg
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.ორბელიანების სასახლეში გაფორმებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ და „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ თავმჯდომარემ, მეჰმან იბრაგიმოვმა.როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა ნათქვამი, მემორანდუმით მხარეებმა გამოხატეს სურვილი, საინფორმაციო სფეროში ხელი შეუწყონ ერთობლივ პარტნიორობას და გააძლიერონ ორმხრივი თანამშრომლობა.შაბათს ორბელიანების სასახლეში ქართული ვიკიპედიის მარათონიც გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 21-მა ახალგაზრდამ ქართველოლოგიისა და კოვიდ-პანდემიის შესახებ 45 სტატია დაწერა და 500 სტატია დაარედაქტირა, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ბიბლიოთეკის მიერ მოწოდებული წიგნებითა და ლიტერატურით ისარგებლეს.მარათონში მონაწილე ახალგაზრდებს საქართველოს პრეზიდენტი და თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე შეხვდნენ, მათ საქმიანობას გაეცნენ და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ესაუბრნენ.როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გასვლა საზღვარგარეთ, მსოფლიო ვიკიპედიაში სხვადასხვა ენებზე. ამ საქმეში კი ძალიან აქტიურად და ეფექტიანად ქართული დიასპორა უნდა ჩაერთოს, მიაჩნია პრეზიდენტს.„რეალურად, ვიკიპედიის სივრცე, მსოფლიო სივრცე, დღეს ახალი ფორმის ბრძოლის სივრცეა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენი ინფორმაცია და ჩვენს შესახებ ინფორმაცია იყოს დაცული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.ვიკიპედია (ინგლ. Wikipedia) მრავალენოვანი, თავისუფალი ვიკი-ენციკლოპედიაა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში 2001 წლის 15 იანვარს ჩაეშვა, როგორც ონლაინ-ენციკლოპედიის ინგლისურენოვანი პროექტი. აქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტს მართავს ამერიკული არამომგებიანი Wikimedia Foundation („ფონდი ვიკიმედია“).ვიკიპედიამ ინტერნეტის მომხმარებელთა შორის პოპულარობა მოიპოვა და შემდეგ გაჩნდა მისი ვარიანტები სხვა ენებზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. ამ დროისთვის ქართულ ვიკიპედიაში 158.309 სტატიაა.წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24332/76/243327670_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_f06f4e49dd518cef651a6f837c768e0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრეზიდენტი ადმინისტრაცია „ვიკიმედია“ თანამშრომლობა
პრეზიდენტი ადმინისტრაცია „ვიკიმედია“ თანამშრომლობა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ვიკიმედიასთან“ ითანამშრომლებს
15:51 06.02.2022 (განახლებულია: 15:52 06.02.2022) ვიკიპედიის სივრცე ახალი ფორმის ბრძოლის სივრცეა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ორბელიანების სასახლეში გაფორმებულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ და „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ თავმჯდომარემ, მეჰმან იბრაგიმოვმა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა ნათქვამი, მემორანდუმით მხარეებმა გამოხატეს სურვილი, საინფორმაციო სფეროში ხელი შეუწყონ ერთობლივ პარტნიორობას და გააძლიერონ ორმხრივი თანამშრომლობა.
შაბათს ორბელიანების სასახლეში ქართული ვიკიპედიის მარათონიც გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 21-მა ახალგაზრდამ ქართველოლოგიისა და კოვიდ-პანდემიის შესახებ 45 სტატია დაწერა და 500 სტატია დაარედაქტირა, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ბიბლიოთეკის მიერ მოწოდებული წიგნებითა და ლიტერატურით ისარგებლეს.
მარათონში მონაწილე ახალგაზრდებს საქართველოს პრეზიდენტი და თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე შეხვდნენ, მათ საქმიანობას გაეცნენ და მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ესაუბრნენ.
„მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რადგან ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად მზად ვართ ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით დაგეხმაროთ და ხელი შეგიწყოთ ამ ეროვნულ საქმეში. ცხადია, რომ ქართული ვიკიპედია მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ცოდნის შენარჩუნებისა და სწორი და ზუსტი ცოდნის გავრცელების თვალსაზრისით, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ერთ-ერთი პრობლემა ცრუ და არაზუსტი ინფორმაციაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გასვლა საზღვარგარეთ, მსოფლიო ვიკიპედიაში სხვადასხვა ენებზე. ამ საქმეში კი ძალიან აქტიურად და ეფექტიანად ქართული დიასპორა უნდა ჩაერთოს, მიაჩნია პრეზიდენტს.
„რეალურად, ვიკიპედიის სივრცე, მსოფლიო სივრცე, დღეს ახალი ფორმის ბრძოლის სივრცეა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენი ინფორმაცია და ჩვენს შესახებ ინფორმაცია იყოს დაცული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ვიკიპედია (ინგლ. Wikipedia) მრავალენოვანი, თავისუფალი ვიკი-ენციკლოპედიაა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში 2001 წლის 15 იანვარს ჩაეშვა, როგორც ონლაინ-ენციკლოპედიის ინგლისურენოვანი პროექტი. აქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტს მართავს ამერიკული არამომგებიანი Wikimedia Foundation („ფონდი ვიკიმედია“).
ვიკიპედიამ ინტერნეტის მომხმარებელთა შორის პოპულარობა მოიპოვა და შემდეგ გაჩნდა მისი ვარიანტები სხვა ენებზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. ამ დროისთვის ქართულ ვიკიპედიაში 158.309 სტატიაა.