https://sputnik-georgia.com/20220206/sam-teatrsi-samxatvro-xelmzrvanelis-sesarcevi-konkursi-saisala-264195138.html
სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა
სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა
Sputnik საქართველო
კონკურსი ჩაიშალა ზესტაფონის და ქუთაისის დრამატულ თეატრებში, ასევე თბილისის კინომსახიობთა თეატრში
2022-02-06T18:29+0400
2022-02-06T18:29+0400
2022-02-06T18:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/16/252392109_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_cf4a51cc8d0d41cd572cbb483e6b5125.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსები ჩაშლილად გამოცხადდა - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსები გაუქმდა ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრსა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში.ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა. წარმოდგენილი იყო სამი კანდიდატურა - რეჟისორები დავით ბახტაძე, ლაშა გოგნიაშვილი და მაია შენგელია.სარეკომენდაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, არ წარადგინოს არც ერთი კანდიდატი, ვინაიდან წარმოდგენილ კანდიდატთაგან ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა.მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოცხადდა, მაგრამ საკონკურსო განაცხადების მიღების ვადაში სამინისტროში არც ერთი საკონკურსო განაცხადი არ შემოსულა. შესაბამისად, მოცემულ თეატრშიც სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.რაც შეეხება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, მოცემულ თეატრში კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა.კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მომართა ექვსმა კანდიდატმა - თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა კონსტანტინე აბაშიძემ, ამავე თეატრის მსახიობმა - მაია სამანიშვილმა და რეჟისორებმა: გიორგი ჩალაძემ, ზაზა კიკნაველიძემ, მიხეილ ჩარკვიანმა და საბა ასლამაზიშვილმა.კულტურის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის შემთხვევაში, გასული ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში არადამაკმაყოფილებელია. ანგარიშს ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი კონკურსის ფარგლებში წარმოადგენს.შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/16/252392109_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_109cbd1ad7c1b7c706ea991d79f9f7a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
3 თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელი კონკურსი
3 თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელი კონკურსი
სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა
18:29 06.02.2022 (განახლებულია: 18:30 06.02.2022) კონკურსი ჩაიშალა ზესტაფონის და ქუთაისის დრამატულ თეატრებში, ასევე თბილისის კინომსახიობთა თეატრში
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსები ჩაშლილად გამოცხადდა - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსები გაუქმდა ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრსა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა. წარმოდგენილი იყო სამი კანდიდატურა - რეჟისორები დავით ბახტაძე, ლაშა გოგნიაშვილი და მაია შენგელია.
სარეკომენდაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, არ წარადგინოს არც ერთი კანდიდატი, ვინაიდან წარმოდგენილ კანდიდატთაგან ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა.
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოცხადდა, მაგრამ საკონკურსო განაცხადების მიღების ვადაში სამინისტროში არც ერთი საკონკურსო განაცხადი არ შემოსულა. შესაბამისად, მოცემულ თეატრშიც სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.
რაც შეეხება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, მოცემულ თეატრში კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა.
კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მომართა ექვსმა კანდიდატმა - თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა კონსტანტინე აბაშიძემ, ამავე თეატრის მსახიობმა - მაია სამანიშვილმა და რეჟისორებმა: გიორგი ჩალაძემ, ზაზა კიკნაველიძემ, მიხეილ ჩარკვიანმა და საბა ასლამაზიშვილმა.
კულტურის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის შემთხვევაში, გასული ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში არადამაკმაყოფილებელია. ანგარიშს ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი კონკურსის ფარგლებში წარმოადგენს.
„რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის რამდენიმე ახალგაზრდა, პერსპექტიული რეჟისორია, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა იმის დასაბუთებულ მოლოდინს, რომ ისინი, კარიერის მოცემულ ეტაპზე, შეძლებენ ისეთი მდიდარი შემოქმედებითი ტრადიციის მქონე სახელოვნებო დაწესებულებისა და ერთ-ერთი დიდი საბიუჯეტო ორგანიზაციის მართვას, როგორიც არის ქუთაისის დრამატული თეატრი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე.