https://sputnik-georgia.com/20220206/rato-armocndnen-mgzavrebi-haersi-sabagiros-gacerebis-mizezi-264196899.html
რატომ აღმოჩნდნენ მგზავრები ჰაერში: საბაგიროს გაჩერების მიზეზები
რატომ აღმოჩნდნენ მგზავრები ჰაერში: საბაგიროს გაჩერების მიზეზები
Sputnik საქართველო
მთის კურორტების განვითარების კომპანია ირწმუნება, რომ საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გამოირთო, რასაც ენერგოგამანაწილებელ კომპანიაში კატეგორიულად უარყოფენ
2022-02-06T20:08+0400
2022-02-06T20:08+0400
2022-02-06T20:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263811460_0:958:2047:2109_1920x0_80_0_0_263475d3e976015641f6f1cdcb119638.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გამოირთო, ნათქვამია მთის კურორტების განვითარების კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.ბაკურიანში მიტარბის საბაგირო, სადაც დაახლოებით 25 ადამიანი იმყოფებოდა, რამდენიმე საათის წინ გაჩერდა და საჭირო გახდა მგზავრების ევაკუაცია.„გამორთვის წუთიდან ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელი, რომლებიც ახორციელებდნენ დამსვენებლების უსაფრთხო ჩამოყვანას საბაგიროდან. სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.ენერგოგამანაწილებელ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ კი აცხადებენ, რომ საბაგიროს მკვებავი ქსელი შეუფერხებლად მარაგდებოდა ელექტროენერგიით.საბაგირო მინუს რვა გრადუსიან ყინვაში თითქმის ერთი საათის განმავლობაში იყო გაჩერებული.მოქმედი ტექნიკური პროტოკოლით, სათხილამურო კურორტებზე არსებული ყველა საბაგირო ყოველ ორ წელიწადში მოწმდება, ხოლო მაგნიტურ-სადეპოზიტო კონტროლი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.საქართველოს ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია მდებარეობს: გუდაური (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა-მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი) და გოდერძი (მაღალმთიანი აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.წყარო - მთის კურორტების განვითარების კომპანია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263811460_0:766:2047:2301_1920x0_80_0_0_5779fef1bb1443693cac2bbf782a49c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მგზავრები ჰაერი საბაგირო გაჩერება მიზეზები
მგზავრები ჰაერი საბაგირო გაჩერება მიზეზები
რატომ აღმოჩნდნენ მგზავრები ჰაერში: საბაგიროს გაჩერების მიზეზები
20:08 06.02.2022 (განახლებულია: 20:27 06.02.2022) მთის კურორტების განვითარების კომპანია ირწმუნება, რომ საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გამოირთო, რასაც ენერგოგამანაწილებელ კომპანიაში კატეგორიულად უარყოფენ
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გამოირთო, ნათქვამია მთის კურორტების განვითარების კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბაკურიანში მიტარბის საბაგირო, სადაც დაახლოებით 25 ადამიანი იმყოფებოდა, რამდენიმე საათის წინ გაჩერდა და საჭირო გახდა მგზავრების ევაკუაცია.
„გამორთვის წუთიდან ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელი, რომლებიც ახორციელებდნენ დამსვენებლების უსაფრთხო ჩამოყვანას საბაგიროდან. სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
ენერგოგამანაწილებელ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ კი აცხადებენ, რომ საბაგიროს მკვებავი ქსელი შეუფერხებლად მარაგდებოდა ელექტროენერგიით.
„მიტარბში და მიტარბის საბაგიროს მკვებავ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილ ქსელში ავარიას ან რაიმე სახის შეფერხებას ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულ მონაკვეთებს ელექტროენერგია მიეწოდება ფიდერიდან „კოხტა გორა“, რომელზეც შეფერხება არ მომხდარა”, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.
საბაგირო მინუს რვა გრადუსიან ყინვაში თითქმის ერთი საათის განმავლობაში იყო გაჩერებული.
მოქმედი ტექნიკური პროტოკოლით, სათხილამურო კურორტებზე არსებული ყველა საბაგირო ყოველ ორ წელიწადში მოწმდება, ხოლო მაგნიტურ-სადეპოზიტო კონტროლი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.
საქართველოს ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია მდებარეობს: გუდაური (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა-მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი) და გოდერძი (მაღალმთიანი აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.