https://sputnik-georgia.com/20220206/parlamenti-opozicionerebistvis-uflebamosilebis-srwyvetis-sakitxze-xval-imsjelebs-264193530.html
პარლამენტი ოპოზიციონერებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ხვალ იმსჯელებს
პარლამენტი ოპოზიციონერებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ხვალ იმსჯელებს
Sputnik საქართველო
სხდომების გაცდენა და სასამართლოს განაჩენი სადეპუტატო მანდატის მოხსნის საფუძველი შეიძლება გახდეს. 06.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-06T17:17+0400
2022-02-06T17:17+0400
2022-02-07T14:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352895_0:17:1281:737_1920x0_80_0_0_eafaf5cce2f155c7a6b5704ed1b87f8a.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ოპოზიციონერი დეპუტატების შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე 7 თებერვალს იმსჯელებს.საპროცედურო საკითხთა კომიტეტს აღნიშნულ საკითხზე 31 იანვარს უნდა ემსჯელა, მაგრამ სხდომა გადაიდო, რადგან კომიტეტის ერთბაშად რამდენიმე წევრი კოვიდ-კონტაქტი აღმოჩნდა.დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად 14-18 თებერვლის სასესიო კვირაში გავა.ოპოზიციონერი დეპუტატების ელენე ხოშტარიასა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი დადგა იმის გამო, რომ მათ საშემოდგომო სესიაზე გამართული სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინეს, რაც, კონსტიტუციის მიხედვით, დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს.რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს, ამ შემთხვევაში დეპუტატის მანდატის მოსალოდნელი ჩამორთმევის მიზეზი სასამართლოს განაჩენია, რომლის მიხედვითაც ის თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს.12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო 2008 წელს დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში და 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ის, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდა.საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე დამნაშავედ არის ცნობილი, მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეიძლება ჩამოერთვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252352895_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_0721e676f2811448a386cc22cf6fe56f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი
პარლამენტი ოპოზიციონერებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ხვალ იმსჯელებს
17:17 06.02.2022 (განახლებულია: 14:30 07.02.2022) სხდომების გაცდენა და სასამართლოს განაჩენი სადეპუტატო მანდატის მოხსნის საფუძველი შეიძლება გახდეს.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ოპოზიციონერი დეპუტატების შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე 7 თებერვალს იმსჯელებს.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტს აღნიშნულ საკითხზე 31 იანვარს უნდა ემსჯელა, მაგრამ სხდომა გადაიდო, რადგან კომიტეტის ერთბაშად რამდენიმე წევრი კოვიდ-კონტაქტი აღმოჩნდა.
დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად 14-18 თებერვლის სასესიო კვირაში გავა.
ოპოზიციონერი დეპუტატების ელენე ხოშტარიასა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი დადგა იმის გამო, რომ მათ საშემოდგომო სესიაზე გამართული სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინეს, რაც, კონსტიტუციის მიხედვით, დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს, ამ შემთხვევაში დეპუტატის მანდატის მოსალოდნელი ჩამორთმევის მიზეზი სასამართლოს განაჩენია, რომლის მიხედვითაც ის თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს.
12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო 2008 წელს დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში და 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ის, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდა.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე დამნაშავედ არის ცნობილი, მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეიძლება ჩამოერთვას.