https://sputnik-georgia.com/20220206/omikroni-saqartvelosi-momdevno-kviris-prognozi-ivane-cxaizisgan-264189639.html
საქართველო გაიმეორებს ევროპის მაჩვენებელს: მომდევნო კვირის პროგნოზი ივანე ჩხაიძისგან
საქართველო გაიმეორებს ევროპის მაჩვენებელს: მომდევნო კვირის პროგნოზი ივანე ჩხაიძისგან
Sputnik საქართველო
ვაქცინაციის დაბალი ტემპის ფონზე პირბადის ტარება „ომიკრონისგან“ თავდაცვის პრაქტიკულად ერთადერთი საშუალებაა, აცხადებს ივანე ჩხაიძე
2022-02-06T11:24+0400
2022-02-06T11:24+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251830_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_3610b7a92cac895523cdbbad7e715fda.jpg
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. მომდევნო კვირას საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დღე-ღამეში 30 ათასს მიაღწევს, მიაჩნია იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელს ივანე ჩხაიძეს.საქართველოში ინფიცირების ყველაზე მაღალი დღე-ღამური მაჩვენებელი - 26 ათასი შემთხვევა 2022 წლის 2 თებერვალს დაფიქსირდა.რაც შეეხება ვირუსის გავრცელების შემაკავებელ ღონისძიებებს, ივანე ჩხაიძის თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც შეუძლია „ომიკრონის“ გავრცელებას კონტროლი გაუწიოს.„ჩვენზე მდიდარი, განვითარებული და მეტი შესაძლებლობების, მათ შორის, აკრძალვების მქონე ქვეყნებში გაცილებით რთული მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში. ისინიც ცდილობდნენ კონტროლს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველამ აღიარა, რომ ეს კონტროლი არის უშედეგო. ამკრძალავი ღონისძიება „ომიკრონზე“ არ მოქმედებს“, – განაცხადა ჩხაიძემ.მისი თქმით, პრევენციის უმნიშვნელოვანესი ზომა არის კონტროლი პირბადის ტარებაზე.იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ვაქცინაცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.„თქვენ თუ გაიკეთებთ ვაქცინას და ეს არის მესამე, დამატებითი დოზა, 99,8%-ით ხართ დაცული გარდაცვალებისგან. ერთი პროცენტი არის რისკი იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებსაც 65 წელზე მეტი ასაკი, ქრონიკული დაავადებები და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ“, – განაცხადა ჩხაიძემ.6 თებერვლის მდგომარეობით საქართველოში ბუსტერ-დოზით აცრილია 181.210 ადამიანი.რაც შეეხება ჰოსპოიტალურ სექტორს, ივანე ჩხაიძის თქმით, ჯერ -ჯერობით საწოლების დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. ქვეყანაში არსებული 207 ათასი აქტიური შემთხვევიდან 200 ათასზე ცოტა მეტი პაციენტი ბინაზე მკურნალობს.კვირას, 6 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის 19.098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1,3 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251830_248:0:2979:2048_1920x0_80_0_0_e3ee52f5f125bf19fce144fc003f0604.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მომდევნო კვირა მძიმე პროგნოზი ივანე ჩხაიძე
მომდევნო კვირა მძიმე პროგნოზი ივანე ჩხაიძე
საქართველო გაიმეორებს ევროპის მაჩვენებელს: მომდევნო კვირის პროგნოზი ივანე ჩხაიძისგან
11:24 06.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ვაქცინაციის დაბალი ტემპის ფონზე პირბადის ტარება „ომიკრონისგან“ თავდაცვის პრაქტიკულად ერთადერთი საშუალებაა, აცხადებს ივანე ჩხაიძე
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. მომდევნო კვირას საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დღე-ღამეში 30 ათასს მიაღწევს, მიაჩნია იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელს ივანე ჩხაიძეს.
საქართველოში ინფიცირების ყველაზე მაღალი დღე-ღამური მაჩვენებელი - 26 ათასი შემთხვევა 2022 წლის 2 თებერვალს დაფიქსირდა.
„სამშაბათს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 26 ათასზე მაღალი იქნება და საქართველო გაიმეორებს ევროპის ქვეყნების უმრავლესობის მაჩვენებელს – ხუთჯერ მეტი ადრე არსებულ მაქსიმუმთან შედარებით. ეს არის სადღაც 28-30 ათასი ინფიცირებული დღე-ღამის განმავლობაში“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „პირველი არხის“ ეთერში.
რაც შეეხება ვირუსის გავრცელების შემაკავებელ ღონისძიებებს, ივანე ჩხაიძის თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც შეუძლია „ომიკრონის“ გავრცელებას კონტროლი გაუწიოს.
„ჩვენზე მდიდარი, განვითარებული და მეტი შესაძლებლობების, მათ შორის, აკრძალვების მქონე ქვეყნებში გაცილებით რთული მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში. ისინიც ცდილობდნენ კონტროლს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველამ აღიარა, რომ ეს კონტროლი არის უშედეგო. ამკრძალავი ღონისძიება „ომიკრონზე“ არ მოქმედებს“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, პრევენციის უმნიშვნელოვანესი ზომა არის კონტროლი პირბადის ტარებაზე.
„ჩვენ თუ არ გვაქვს „მწვანე პასპორტი“, ხელს ვერ ვუწყობთ ვაქცინაციას... ალბათ, პირბადის ტარების კონტროლი იქნება ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი ქმედითი მექანიზმი ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის გარკვეულწილად შემცირების თვალსაზრისით“, – განაცხადა ჩხაიძემ.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ვაქცინაცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
„თქვენ თუ გაიკეთებთ ვაქცინას და ეს არის მესამე, დამატებითი დოზა, 99,8%-ით ხართ დაცული გარდაცვალებისგან. ერთი პროცენტი არის რისკი იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებსაც 65 წელზე მეტი ასაკი, ქრონიკული დაავადებები და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ“, – განაცხადა ჩხაიძემ.
6 თებერვლის მდგომარეობით საქართველოში ბუსტერ-დოზით აცრილია 181.210 ადამიანი.
რაც შეეხება ჰოსპოიტალურ სექტორს, ივანე ჩხაიძის თქმით, ჯერ -ჯერობით საწოლების დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. ქვეყანაში არსებული 207 ათასი აქტიური შემთხვევიდან 200 ათასზე ცოტა მეტი პაციენტი ბინაზე მკურნალობს.
„ჰოსპიტალში დღეს ჯამში 8.200 საწოლია და აქედან 1.980 საწოლი არის თავისუფალი. დიდი იმედი გვაქვს, „ომიკრონის“ დროს სტაციონალურ და ამბულატორიულ სექტორს შორის თანაფარდობა ასე დარჩება“, - განაცხადა ჩხაიძემ.
კვირას, 6 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის 19.098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1,3 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.