https://sputnik-georgia.com/20220206/evropis-cempionati-ragbisi-saqartvelos-nakrebi-portugalias-dauzavda-264196286.html
ევროპის ჩემპიონატი რაგბიში: საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუზავდა
ევროპის ჩემპიონატი რაგბიში: საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუზავდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს 12 თებერვალს ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს
2022-02-06T19:30+0400
2022-02-06T19:30+0400
2022-02-06T19:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/06/264194622_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_1d4df9381c579b149878b51b93f5f360.jpg
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში თბილისში პორტუგალიის ნაკრები ვერ დაამარცხა - ფრე 25:25.შეხვედრის პირველ ნახევარში ლევან მაისაშვილის შეგირდებმა 15 ქულა დააგროვეს. ორი ზუსტი ლელო აკა ტაბუცაძემ და გრიგორ ქერდიყოშვილმა დაამიწეს. ამას თედო აბჟანდაძის საჯარიმო დარტყმა და გარდასახვა დაემატა. სტუმრებმა „ბორჯღალოსნების“ ჩათვლის ზონაში ერთი ლელოთი და ორი საჯარიმოთი უპასუხეს. შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით 15:11 დასრულდა.მეორე ტაიმში ქართველებმა აბჟანდაძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ უპირატესობა გაზარდეს. თუმცა ამის შემდეგ ინიციატივა პორტუგალიელების მხარეს გადავიდა და „ბორჯღალოსნების“ შეცდომების ფონზე 14 ქულის მოპოვება მოახერხეს (ორი ლელო + ორი გარდასახვა).საქართველოს ნაკრები წაგებას თორნიკე ჯალაღონიამ (ლელო) და აბჟანდაძემ (გარდასახვა) გადაარჩინეს.ამასთან, აღსანიშნავია, რომ მაისაშვილმა მატჩისთვის ოპტიმალური შემადგენლობის დაყენება ვერ შეძლო. თამაშისთვის მზადების დროს საქართველოს ნაკრებს კორონავირუსის გამო ცხრა მორაგბე გამოეთიშა.ევროპის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 12 თებერვალს გასვლაზე ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/06/264194622_0:0:2008:1506_1920x0_80_0_0_ca2f5a75160f3755b1ebe98a8057851f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროპა ჩემპიონატი რაგბი საქართველო პორტუგალია ზავი
ევროპა ჩემპიონატი რაგბი საქართველო პორტუგალია ზავი
ევროპის ჩემპიონატი რაგბიში: საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუზავდა
19:30 06.02.2022 (განახლებულია: 19:34 06.02.2022) საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს 12 თებერვალს ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში თბილისში პორტუგალიის ნაკრები ვერ დაამარცხა - ფრე 25:25.
შეხვედრის პირველ ნახევარში ლევან მაისაშვილის შეგირდებმა 15 ქულა დააგროვეს. ორი ზუსტი ლელო აკა ტაბუცაძემ და გრიგორ ქერდიყოშვილმა დაამიწეს. ამას თედო აბჟანდაძის საჯარიმო დარტყმა და გარდასახვა დაემატა. სტუმრებმა „ბორჯღალოსნების“ ჩათვლის ზონაში ერთი ლელოთი და ორი საჯარიმოთი უპასუხეს. შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით 15:11 დასრულდა.
მეორე ტაიმში ქართველებმა აბჟანდაძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ უპირატესობა გაზარდეს. თუმცა ამის შემდეგ ინიციატივა პორტუგალიელების მხარეს გადავიდა და „ბორჯღალოსნების“ შეცდომების ფონზე 14 ქულის მოპოვება მოახერხეს (ორი ლელო + ორი გარდასახვა).
საქართველოს ნაკრები წაგებას თორნიკე ჯალაღონიამ (ლელო) და აბჟანდაძემ (გარდასახვა) გადაარჩინეს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მაისაშვილმა მატჩისთვის ოპტიმალური შემადგენლობის დაყენება ვერ შეძლო. თამაშისთვის მზადების დროს საქართველოს ნაკრებს კორონავირუსის გამო ცხრა მორაგბე გამოეთიშა.
ევროპის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 12 თებერვალს გასვლაზე ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.