https://sputnik-georgia.com/20220206/bakuriansi-sabagiro-gacerda-damsveneblebi-daxmarebas-itxoven-264194441.html
ბაკურიანში საბაგირო გაჩერდა: დამსვენებლები დახმარებას ითხოვენ
ბაკურიანში საბაგირო გაჩერდა: დამსვენებლები დახმარებას ითხოვენ
Sputnik საქართველო
ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, მაშველები ტურისტების ევაკუაციას ახორციელებენ 06.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-06T17:52+0400
2022-02-06T17:52+0400
2022-02-06T18:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263811457_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_04d323f7b4225426f32ad211f8dab742.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო ერთი საათის განმავლობაში გაჩერებულია, აცნობეს Sputnik-საქართველოს სამთო კურორტების განვითარების კომპანიის პრესსამსახურში.კომპანიის მონაცემებით, ამ დროისთვის დაახლოებით 50 ადამიანია ჰაერში. დაწყებულია მათი ევაკუაცია.რაც შეეხება საბაგიროს გაჩერების მიზეზებს, მას შემდეგ, რაც ყველა ტურისტი უსაფრთხოდ იქნება, კომპანია განცხადებას გამოაქვეყნებს.ამ დროისთვის ბაკურიანში მინუს 8 გრადუსი ყინვაა.მოქმედი ტექნიკური პროტოკოლით, სათხილამურო კურორტებზე არსებული ყველა საბაგირო ყოველ ორ წელიწადში მოწმდება, ხოლო მაგნიტურ-სადეპოზიტო კონტროლი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.საქართველოს ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია მდებარეობს: გუდაური (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა-მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი) და გოდერძი (მაღალმთიანი აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263811457_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_a8f96974dca1041c87b561688da8bcaa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ბაკურიანში საბაგირო გაჩერდა: დამსვენებლები დახმარებას ითხოვენ
17:52 06.02.2022 (განახლებულია: 18:15 06.02.2022) ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, მაშველები ტურისტების ევაკუაციას ახორციელებენ
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო ერთი საათის განმავლობაში გაჩერებულია, აცნობეს Sputnik-საქართველოს სამთო კურორტების განვითარების კომპანიის პრესსამსახურში.
კომპანიის მონაცემებით, ამ დროისთვის დაახლოებით 50 ადამიანია ჰაერში. დაწყებულია მათი ევაკუაცია.
„ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ტურისტების ევაკუაციას მაშველები ახორციელებენ. საერთო ჯამში საუბარია საბაგიროს 50 მგზავრზე“, - განაცხადეს კომპანიის პრესსამსახურში.
რაც შეეხება საბაგიროს გაჩერების მიზეზებს, მას შემდეგ, რაც ყველა ტურისტი უსაფრთხოდ იქნება, კომპანია განცხადებას გამოაქვეყნებს.
ამ დროისთვის ბაკურიანში მინუს 8 გრადუსი ყინვაა.
მოქმედი ტექნიკური პროტოკოლით, სათხილამურო კურორტებზე არსებული ყველა საბაგირო ყოველ ორ წელიწადში მოწმდება, ხოლო მაგნიტურ-სადეპოზიტო კონტროლი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.
საქართველოს ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია მდებარეობს: გუდაური (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა-მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი) და გოდერძი (მაღალმთიანი აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.