https://sputnik-georgia.com/20220206/aramiznobrivad-ar-darekot-112-mosaxleobas-mimartavs-264191068.html
„არამიზნობრივად არ დარეკოთ!“ - „112“ მოსახლეობას მიმართავს
„არამიზნობრივად არ დარეკოთ!“ - „112“ მოსახლეობას მიმართავს
Sputnik საქართველო
COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ნომერზე 112-2
2022-02-06T13:06+0400
2022-02-06T13:06+0400
2023-08-17T18:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23240/77/232407769_0:24:1001:587_1920x0_80_0_0_c802372cdd3d3431b999bf34aff7367c.jpg
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. „112“-ში 24 საათის განმავლობაში 35%-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის განცხადებაში.საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი მიმართვიანობის გამო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.უწყების ცნობით, გადაუდებელი შემთხვევისას, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის „112“ დაიყო სამ არხად:COVID-19-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-2-ზე ან დარეგისტრირდეს პორტალზე: https://er.moh.gov.ge/.„112“-ის სამსახური COVID-19 დადასტურებულ შემთხვევებს შემდგომი მონიტორინგისთვის გადასცემს ოჯახის ექიმებს.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „112“ პანდემიის დაწყებიდანვე აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა თითოეულმა მოქალაქემ დროული და მაღალკვალიფიციური მომსახურება მიიღოს.საქართველოში ახალი კორონავირუსი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 19.098 ადამიანს გამოუვლინდა.კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.314.603-ს მიაღწია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23240/77/232407769_54:0:943:667_1920x0_80_0_0_c8cf986428f574a6388b36b871046b44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
არამიზნობრივად არ დარეკოთ - „112“ მოსახლეობას მიმართავს
არამიზნობრივად არ დარეკოთ - „112“ მოსახლეობას მიმართავს
„არამიზნობრივად არ დარეკოთ!“ - „112“ მოსახლეობას მიმართავს
13:06 06.02.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ნომერზე 112-2
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. „112“-ში 24 საათის განმავლობაში 35%-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის განცხადებაში.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის მატებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი მოსახლეობის მხრიდან გაზრდილი მიმართვიანობის გამო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.
„გთხოვთ, გამოიჩინეთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ „112“-ზე“, - აღნიშნულია განცხადებაში
უწყების ცნობით, გადაუდებელი შემთხვევისას, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის „112“ დაიყო სამ არხად:
112 – სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება;
112-1 – პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური;
COVID-19-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-2-ზე ან დარეგისტრირდეს პორტალზე: https://er.moh.gov.ge/.
„112“-ის სამსახური COVID-19 დადასტურებულ შემთხვევებს შემდგომი მონიტორინგისთვის გადასცემს ოჯახის ექიმებს.
„თუ 48 საათის განმავლობაში არ დაგიკავშირდათ ოჯახის ექიმი, შეგიძლიათ დარეკოთ ცენტრალური ონლაინ-კლინიკის ცხელ ხაზზე – 1522, ხოლო კერძო დაზღვევის შემთხვევაში - თქვენი სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „112“ პანდემიის დაწყებიდანვე აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა თითოეულმა მოქალაქემ დროული და მაღალკვალიფიციური მომსახურება მიიღოს.
საქართველოში ახალი კორონავირუსი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 19.098 ადამიანს გამოუვლინდა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.314.603-ს მიაღწია.