Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ანტივაქსერებმა თბილისში „მწვანე პასპორტების“ გაუქმების აღსანიშნავად აქცია გამართეს

© photo: Sputnik / Stringerანტივაქსერების აქცია
ანტივაქსერების აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2022
გამოწერა
ანტივაქსერებმა ხელისუფლების გადაწყვეტილება „მწვანე პასპორტების“ გაუქმების შესახებ ხალხის ნების წინაშე უკან დახევად შეაფასეს
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ანტივაქსერებმა მოძრაობა „ერი და სახელმწიფოს“ ლიდერის, ზვიად ტომარაძის მეთაურობით პარლამენტის წინ „მწვანე პასპორტების“ გაუქმების აღსანიშნავად აქცია გამართეს.
საქართველოს ხელისუფლებამ რესტორნებში, თეატრებში, ფიტნეს-ცენტრებსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში „მწვანე პასპორტების“ წარდგენის ვალდებულება გააუქმა. ამასთან, ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი „რეკორდებს“ ხსნის. ოთხშაბათს 26 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5 ათასს აღწევდა.
ტომარაძის თქმით, მათ მიაღწიეს იმას, რაც სურდათ. მათ არ მისცეს არავის იმის საშუალება, რომ ქართული საზოგადოება აცრილებად და აუცრელებად დაეყოთ. მისი თქმით, ვაქცინაცია ჩაიტაროს იმან, ვისაც სურს, მაგრამ ძალით არავისი აცრა არ შეიძლება.
მისი განცხადებით, ანრივაქსერების ბრძოლა კვლავ გაგრძელდება.
ტომარაძემ ახალი მოთხოვნა დააყენა - გაუქმდეს პირბადეების ტარების წესი, განსაკუთრებით ქუჩაში და სკოლებში.
შეკრებილმა ანტივაქსერებმა ხელისუფლების გადაწყვეტილება „მწვანე პასპორტების“ გაუქმების შესახებ ხალხის ნების წინაშე უკან დახევად შეაფასეს
საქართველოში „მწვანე პასპორტების“ სისტემა 2021 წლის 1 დეკემბერს ამოქმედდა, რომელიც ორი თვე იყო ძალაში.
ქვეყანაში კოვიდ-პასპორტის აღება ისევ შესაძლებელია, რადგანაც იგი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად კვლავ საჭირო დოკუმენტია.
კოვიდ-პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ასევე კოვიდგადატანილ პირებს, PCR–ტესტის (მოქმედების ვადა - 72 საათი) ან სწრაფი ტესტის (მოქმედების ვადა - 24 საათი) უარყოფითი პასუხის მქონე პირებს.
ევროკავშირის ქვეყნებმა ქართული კოვიდ-პასპორტი 2021 წლის 16 ნოემბერს აღიარეს.
ყველა ახალი ამბავი
0