https://sputnik-georgia.com/20220205/vitareba-saqartvelos-gzebze-sezrudvebis-sruli-camonatvali-264182140.html
ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების სრული ჩამონათვალი
ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების სრული ჩამონათვალი
Sputnik საქართველო
შაბათ საღამოს ფარავნის უღელტეხილი ყველა სახის ტრანსპორტისთვის ჩაიკეტა
2022-02-05T20:41+0400
2022-02-05T20:41+0400
2022-02-05T20:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1f/264006276_18:0:2470:1379_1920x0_80_0_0_a986b5529d1301c94ec9f1eb1fb04f03.jpg
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ინტენსიური თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო შეზღუდვები მოქმედებს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს გზებზე.მეორე დღეა ნარჩუნდება შეზღუდვა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის 1-107-ე კმ მონაკვეთზე, სადაც ტრაილერების მოძრაობაა აკრძალული.ანალოგიური აკრძალვა მოქმედებს ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის ტრასის ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე. ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის ქუთაისი-საირმის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ასევე აკრძალულია ტრაილერების მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე. ანალოგიური აკრძალვა ამავე გზის ქსანი-ხუნევის მონაკვეთზეც მოქმედებს.ხოლო კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინიწმინდის გზის 94-110-ე კმ მონაკვეთზე (ფარავნის უღელტეხილი) შაბათ საღამოდან მოძრაობა სრულად აიკრძალა.უამინდობის მიუხედავად, თავისუფალია მოძრაობა რუსეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია.ასევე თავისუფალია მოძრაობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზეც.ამინდი საქართველოში - როდის ჩადგება ძლიერი ქარი >>საქართველოს გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1f/264006276_316:0:2155:1379_1920x0_80_0_0_953d61079d47fdd923031da3780ba6c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვითარება საქართველო გზები შეზღუდვები ჩამონათვალი
ვითარება საქართველო გზები შეზღუდვები ჩამონათვალი
ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების სრული ჩამონათვალი
20:41 05.02.2022 (განახლებულია: 20:42 05.02.2022) შაბათ საღამოს ფარავნის უღელტეხილი ყველა სახის ტრანსპორტისთვის ჩაიკეტა
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ინტენსიური თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო შეზღუდვები მოქმედებს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს გზებზე.
მეორე დღეა ნარჩუნდება შეზღუდვა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის 1-107-ე კმ მონაკვეთზე, სადაც ტრაილერების მოძრაობაა აკრძალული.
ანალოგიური აკრძალვა მოქმედებს ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის ტრასის ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე.
ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის ქუთაისი-საირმის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე აკრძალულია ტრაილერების მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე. ანალოგიური აკრძალვა ამავე გზის ქსანი-ხუნევის მონაკვეთზეც მოქმედებს.
ხოლო კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინიწმინდის გზის 94-110-ე კმ მონაკვეთზე (ფარავნის უღელტეხილი) შაბათ საღამოდან მოძრაობა სრულად აიკრძალა.
უამინდობის მიუხედავად, თავისუფალია მოძრაობა რუსეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია.
ასევე თავისუფალია მოძრაობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზეც.
საქართველოს გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას
საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქვეყნებს.