https://sputnik-georgia.com/20220205/nobatoba-bazari-orbelianze-cxradriani-roniszieba-daiwyo-264176554.html
„ნობათობა“: „ბაზარი ორბელიანზე“ ცხრადღიანი ღონისძიება დაიწყო
„ნობათობა“: „ბაზარი ორბელიანზე“ ცხრადღიანი ღონისძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სპეციალური ფასდაკლებები დახვდებათ
2022-02-05T14:08+0400
2022-02-05T14:08+0400
2022-02-05T14:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0a/262759989_0:84:1601:984_1920x0_80_0_0_f93d25de2c31e38cedf6bd32a092cde4.jpg
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. თბილისში, გასტრონომიული სივრცე „ბაზარი ორბელიანზე“ ღონისძიება „ნობათობას“ მასპინძლობს - ბაზრის სივრცეში ქართველი ფერმერების და მეწარმეების პროდუქციაა წარმოდგენილი.ღონისძიებაზე წარმოდგენილია სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით შექმნილი ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. მათ შორის თაფლი, ღვინო, ყველი, ჩირი, ქართული ტრადიციული ნუგბარი და სხვა.აღსანიშნავია, რომ „ნობათობის“ ფარგლებში „ბაზარი ორბელიანზე“ უსასყიდლოდ უთმობს სივრცეს ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს.„ნობათობის“ ფარგლებში დაანონსებულია სპეციალური ფასდაკლებები. ღონისძიებაზე ჩატარდება დეგუსტაციები, ქართული სამზარეულოს მასტერკლასები, სხვადასხვა საბავშვო შემეცნებითი აქტივობები და მუსიკალური პროგრამა.ბაზარი ორბელიანზე „ნობათობის“ ფარგლებში 5-6 თებერვალს სპეციალურ მუსიკალურ პროგრამას ანა უზნაძე და გიგი პიანომენი გაუძღვებიან. ხოლო 12 და 13 თებერვალს სტუმრების განწყობაზე „ქართული ინსტრუმენტალური ტრიო“ იზურნებს.ღონისძიება 13 თებერვალს 22:00 საათზე დაიხურება.ბაზარი ორბელიანზეთანამედროვე აგრარული ბაზარი ორბელიანის მოედანზე გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გაიხსნა.ბაზარი ორბელიანზე ისტორიულ შენობაშია განთავსებული – ამ ადგილზე მე-20 საუკუნეში საკოლმეურნეო ბაზარი მუშაობდა.თანამედროვე ბაზარი განთავსებულია სამ სართულზე, 10 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე. პირველ სართულზე 100-მდე სავაჭრო ობიექტია, მეორეზე – კვების ობიექტები, მესამეზე კი – ტერასა ქალაქის ხედით.წყარო - ღონისძიების Facebook-გვერდი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0a/262759989_88:0:1511:1067_1920x0_80_0_0_b9c126c111bf0f72d8cfa47bbfe6af87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„ნობათობა“: „ბაზარი ორბელიანზე“ ცხრადღიანი ღონისძიება
„ნობათობა“: „ბაზარი ორბელიანზე“ ცხრადღიანი ღონისძიება
„ნობათობა“: „ბაზარი ორბელიანზე“ ცხრადღიანი ღონისძიება დაიწყო
ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სპეციალური ფასდაკლებები დახვდებათ
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. თბილისში, გასტრონომიული სივრცე „ბაზარი ორბელიანზე“ ღონისძიება „ნობათობას“ მასპინძლობს - ბაზრის სივრცეში ქართველი ფერმერების და მეწარმეების პროდუქციაა წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე წარმოდგენილია სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით შექმნილი ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. მათ შორის თაფლი, ღვინო, ყველი, ჩირი, ქართული ტრადიციული ნუგბარი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ „ნობათობის“ ფარგლებში „ბაზარი ორბელიანზე“ უსასყიდლოდ უთმობს სივრცეს ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს.
„ნობათობის“ ფარგლებში დაანონსებულია სპეციალური ფასდაკლებები. ღონისძიებაზე ჩატარდება დეგუსტაციები, ქართული სამზარეულოს მასტერკლასები, სხვადასხვა საბავშვო შემეცნებითი აქტივობები და მუსიკალური პროგრამა.
ბაზარი ორბელიანზე „ნობათობის“ ფარგლებში 5-6 თებერვალს სპეციალურ მუსიკალურ პროგრამას ანა უზნაძე და გიგი პიანომენი გაუძღვებიან. ხოლო 12 და 13 თებერვალს სტუმრების განწყობაზე „ქართული ინსტრუმენტალური ტრიო“ იზურნებს.
ღონისძიება 13 თებერვალს 22:00 საათზე დაიხურება.
თანამედროვე აგრარული ბაზარი ორბელიანის მოედანზე გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გაიხსნა.
ბაზარი ორბელიანზე ისტორიულ შენობაშია განთავსებული – ამ ადგილზე მე-20 საუკუნეში საკოლმეურნეო ბაზარი მუშაობდა.
თანამედროვე ბაზარი განთავსებულია სამ სართულზე, 10 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე. პირველ სართულზე 100-მდე სავაჭრო ობიექტია, მეორეზე – კვების ობიექტები, მესამეზე კი – ტერასა ქალაქის ხედით.