https://sputnik-georgia.com/20220205/dadianebis-sasaxlis-ezodan-brinjaos-qandakeba-moipares-264178860.html
დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს
დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს
Sputnik საქართველო
2018 წლის მაისში „მხედარი ქალის“ ქანდაკება დააზიანეს
2022-02-05T16:24+0400
2022-02-05T16:24+0400
2022-02-06T10:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251439817_0:12:1204:689_1920x0_80_0_0_6eee95fdc0a90fee81d6a05e22bebb85.jpg
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა - „კოლხი ქალი“ მოიპარეს, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.როგორც მუზეუმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დილის საათებში შემოვლის დროს თანამშრომლებმა ნახეს, რომ ქანდაკება ადგილზე არ იდგა, რის შემდეგაც სამართალდამცავ ორგანოს მიმართეს.დადიანების მუზეუმის კანცელარიის უფროსი ნანა ხუბუა აცხადებს, რომ ქანდაკების მოპარვის მცდელობა ადრეც დაფიქსირდა.პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზა დაასრულა, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული, ან ეროვნული ღირებულების ნივთის, ან დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.დადიანების მუზეუმის ეზოში კოლხური ქალ-ღვთაების ქანდაკება 2018 წლის თებერვალში დადგეს. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში აღმოჩენილი ბრინჯაოს „მხედარი ქალის“ სკულპტურის ასლია, რომელიც ძვ. წ. აღ-ით VIII-VII საუკუნით თარიღდება.ქანდაკების დამზადებისთვის თავის დროზე 20 ათას ლარამდე დაიხარჯა.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251439817_135:0:1070:701_1920x0_80_0_0_58d749d82e533473914a9584d66a32f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დადიანები სასახლე ეზო ბრინჯაო ქანდაკება მოპარვა
დადიანები სასახლე ეზო ბრინჯაო ქანდაკება მოპარვა
დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს
16:24 05.02.2022 (განახლებულია: 10:34 06.02.2022) 2018 წლის მაისში „კოლხური ქალ-ღვთაების“ ქანდაკების დაზიანების ფაქტი მოხდა
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა - „კოლხი ქალი“ მოიპარეს, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
როგორც მუზეუმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დილის საათებში შემოვლის დროს თანამშრომლებმა ნახეს, რომ ქანდაკება ადგილზე არ იდგა, რის შემდეგაც სამართალდამცავ ორგანოს მიმართეს.
დადიანების მუზეუმის კანცელარიის უფროსი ნანა ხუბუა აცხადებს, რომ ქანდაკების მოპარვის მცდელობა ადრეც დაფიქსირდა.
„დაცვის პოლიციამ სტანდარტული შემოვლისას შეამჩნია, რომ ქანდაკება იყო გამქრალი, პედესტალი – წაქცეული. 2018 წლის მაისში მოხდა მსგავსი რამ, ქანდაკებას მოტეხილი ჰქონდა ხელი და თავი. ქანდაკება არის ბრინჯაოს მხედარი ქალი – „კოლხიშ ნანა“, მისი ავტორი გახლდათ მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია“, - აცხადებს ხუბუა.
პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზა დაასრულა, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული, ან ეროვნული ღირებულების ნივთის, ან დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დადიანების მუზეუმის ეზოში კოლხური ქალ-ღვთაების ქანდაკება 2018 წლის თებერვალში დადგეს. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში აღმოჩენილი ბრინჯაოს „მხედარი ქალის“ სკულპტურის ასლია, რომელიც ძვ. წ. აღ-ით VIII-VII საუკუნით თარიღდება.
ქანდაკების დამზადებისთვის თავის დროზე 20 ათას ლარამდე დაიხარჯა.