https://sputnik-georgia.com/20220205/bodbisxevsi-zlierma-qarma-moxucta-tavsesafars-saxuravi-gadaxada-264180896.html
ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა
ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა
Sputnik საქართველო
ამჟამად სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიას ჩამონგრეული სამშენებლო მასალისგან ასუფთავებენ 05.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-05T19:35+0400
2022-02-05T19:35+0400
2022-02-05T19:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/05/264180129_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_8c6d549d91c01be6c83690ec6def2629.jpg
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. სოფელ ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა, იუწყება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია.დირექტორის თქმით, თავშესაფრის ბენეფიციარები და თანამშრომლები არ დაშავებულან.ვითარებას გაეცნო მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი. ამჟამად სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიას ჩამონგრეული სამშენებლო მასალისგან წმენდენ.ტელეარხ „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, მოხუცებულთა თავშესაფარში 14 ადამიანი ცხოვრობს. სახურავის შესაკეთებლად საჭირო თანხები რაიონის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.შენობა ეკუთვნის სათემო ორგანიზაციას „უზრუნველი სიბერე".პარასკევიდან აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი ქრის. სინოპტიკოსების პროგნოზით, კვირას ქარი შედარებით ჩაცხრება.წყარო - სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/05/264180129_179:0:1154:731_1920x0_80_0_0_655912a73d8eb571bf38b548f4823c69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა
19:35 05.02.2022 (განახლებულია: 19:41 05.02.2022) ამჟამად სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიას ჩამონგრეული სამშენებლო მასალისგან ასუფთავებენ
თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. სოფელ ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა, იუწყება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია.
დირექტორის თქმით, თავშესაფრის ბენეფიციარები და თანამშრომლები არ დაშავებულან.
ვითარებას გაეცნო მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი. ამჟამად სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიას ჩამონგრეული სამშენებლო მასალისგან წმენდენ.
ტელეარხ „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, მოხუცებულთა თავშესაფარში 14 ადამიანი ცხოვრობს. სახურავის შესაკეთებლად საჭირო თანხები რაიონის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.
შენობა ეკუთვნის სათემო ორგანიზაციას „უზრუნველი სიბერე".
პარასკევიდან აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი ქრის. სინოპტიკოსების პროგნოზით, კვირას ქარი შედარებით ჩაცხრება.