Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

10 ათასზე მეტი აუცრელია გარდაცვლილი: NCDC კორონავირუსის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

© AP Photo / Valentina Petrovaსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2022
გამოწერა
კვლევის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 90,56%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს.
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოში 385 ვაქცინირებული და 10.532 აუცრელი პირია გარდაცვლილი, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2020-2021 წლების ანგარიშში.
საქართველო ამჟამად „ომიკრონით" გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელთანაც დაკავშირებულია ბოლო დღეების ე.წ. ანტირეკორდები. ოთხშაბათს კორონავირუსის 26 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო.
ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 8.401 ვაქცინირებულ პირს, არავაქცინირებულთაგან კი სამედიცინო დაწესებულებაში 130.648 ადამიანი მოხვდა.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 90,56%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. რეანიმაციაში განთავსებისა და კრიტიკული მოვლის საჭიროება კი, აუცრელ პირებთან შედარებით, 94,1%-ით ნაკლებია", – ნათქვამია NCDC-ს ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, იმუნიზაციის შემდგომ პერიოდში რეგისტრირებულია ლეტალობის 7 შემთხვევა. შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ აქედან 5 შემთხვევაში გარდაცვალება ვაქცინაციას არ უკავშირდება.
„ლეტალობის ერთი შემთხვევა ჯერ განხილვის ეტაპზეა, კიდევ ერთის განხილვა კი სპეციალურ კომიტეტში დოკუმენტაციის წარდგენამდე შეჩერებულია", – წერია ანგარიშში.
მათი ცნობით, 2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში ჯამურად 2.514.871 აცრაა ჩატარებული. მათგან იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული რეაქცია 1.929 შემთხვევაში აღირიცხა, სერიოზულად კი 206 შემთხვევაა მიჩნეული. აქედან 177 პაციენტს გადაუდებელი დახმარება გაეწია.
2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კორონავირუსით ჯამში 159.977 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა, რაც დადასტურებული შემთხვევების 17,1%-ს შეადგენს. ბავშვებსა და მოზარდებში ტესტირებით დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების 49% დაფიქსირდა გოგონებში, ხოლო 51% ბიჭებში.
ორსული ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
ორსულობა პანდემიის დროს – ქართველი ეპიდემიოლოგების ბოლო მონაცემები
2021 წლის 14 დეკემბრიდან მიმდინარე წლის 23 იანვრამდე ჩათვლით პერიოდში აღრიცხული „ომიკრონ" შტამის 1.532 შემთხვევიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 38 პაციენტს, 3 შემთხვევაში დადგა ლეტალური შედეგი.
„ჩვენ მარტო ვერ დავამარცხებთ პანდემიას, თქვენ ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს! ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ – აიცერით, გაიკეთეთ ბუსტერი და დაიცავით სიცოცხლე!" – ნათქვამია NCDC & PH-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 1,2 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვმა – 15 ათასს.
ყველა ახალი ამბავი
0