ქრთამის აღება და თაღლითობა: თბილისის მერიის თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2022
გამოწერა
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხ თანამშრომელს პატიმრობა შეუფარდა.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები 2 თებერვალს დააკავეს.
საქმის მასალების თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები სატრანსპორტო კომპანიაში სხვადასხვა ადგილებზე მუშაობის გარანტიის უზრუნველყოფის, სხვა სამუშაო ადგილზე გადაყვანის ან სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მძღოლებისგან, ასევე კომპანიაში მძღოლად დასაქმების სანაცვლოდ მოქალაქეებისგან სისტემატურად იღებდნენ ქრთამის სახით ფულად თანხებს.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევისას სასამართლომ დაადგინა როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. ამასთან ერთად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები.
მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 23 მარტს გაიმართება.
წყრო: თბილისის საქალაქო სასამართლო
ყველა ახალი ამბავი
0