მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მეცნიერებმა აივ-ინფექციის ახალი, მეტად აგრესიული და გადამდები შტამი აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Sergey Vinyavsky / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2022
გამოწერა
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. მეცნიერებმა ადამიანის იმუნოდეფიციტის სინდრომის (აივ) ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება და ამასთან ორჯერ აგრესიულია. მისი კლინიკური შედეგები ინფიცირებიდან უკვე ცხრა თვის შემდეგ იჩენს თავს.
გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე უცნობი შტამი ოქსფორდის უნივერსიტეტის სწავლულებმა ნიდერლანდში გამოავლინეს. მათი კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Science.
მეცნიერებმა ახალი მუტაცია ევროპასა და უგანდაში მცხოვრები აივ-ინფიცირებული პაციენტების სისხლის ანალიზისას გამოავლინეს. ვარიანტი, რომელსაც VB ეწოდა, 17 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 15 ნიდერლანდის მცხოვრები იყო. ამიტომ მეცნიერებმა 6.700 აივ-ინფიცირებულის სისხლის სინჯების დამატებითი ანალიზები ჩაატარეს, რის შედეგადაც VB 92 პაციენტში აღმოაჩინეს.
ნაპოვნია აივ-ინფექციის სრულად განკურნების მეთოდი: ანტიბიოტიკების ახალი კლასი
როგორც კვლევამ აჩვენა, ანტივირუსული თერაპიის დაწყებამდე VB ვარიანტით ინფიცირებულებს ვირუსული დატვირთვა 3,5–5,5-ჯერ მაღალი ჰქონდათ, ვიდრე სხვა, უკვე ცნობილი ვარიანტებით დაავადებულებს.
გარდა ამისა, CD უჯრედების რაოდენობის კლება (რაც არის კიდეც იმუნური სისტემის დაზიანების ნიშანი) ორჯერ მაღალი იყო, რაც შიდსის განვითარების მაღალ რისკზე მეტყველებს. ასევე მაღალი აღმოჩნდა ინფექციის გადადების რისკიც.
თუმცა, ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყების შემდეგ იმუნური სისტემა ნორმაში მოდიოდა და ცოცხლად დარჩენის შანსი თითქმის ისეთივე იყო, როგორიც სხვა ვარიანტებით ინფიცირების დროს.

„ჩვენი შედეგები ადასტურებს ჯანმოს რეკომენდაციების მნიშვნელობას იმის შესახებ, რომ აივ-ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფებს რეგულარულ ტესტირებაზე უნდა მიუწვდებოდეთ ხელი, რათა დაავადების დიაგნოსტიკა ადრეულ ეტაპზევე იყოს შესაძლებელი. ამას კი დაუყოვნებელი მკურნალობა უნდა მოჰყვეს“, — აცხადებენ მეცნიერები.

როგორც სწავლულები აცხადებენ, ანალიზმა აჩვენა, რომ ახალი ვარიანტი VB ნიდერლანდში 1980-იანების ბოლოსა და 1990-იანი წლების დასაწყისში უნდა გაჩენილიყო. 2000-იანებში ის უფრო სწრაფად ვრცელდებოდა, ვიდრე აივ-ინფექციის სხვა ვარიანტები, თუმცა დაახლოებით 2010 წლიდან მისმა გავრცელებამ იკლო. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამის მიზეზი ქვეყანაში აივ-ინფექციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა იყო.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქალი, რომელმაც აივ-ინფექცია მკურნალობის გარეშე დაამარცხა>>
საინტერესო ფაქტია, რომ მკვლევარებმა სავარაუდო „ნულოვანი პაციენტიც“ დაასახელეს, რომლის ორგანიზმშიც ჩაისახა კიდეც ახალი შტამი. ეს ამსტერდამელი მამაკაცია, რომელსაც დიაგნოზი 1992 წელს დაუსვეს — VB ვარიანტით ინფიცირებული პირველი პაციენტების გაჩენამდე ათი წლით ადრე. ფილოგენეტიკურმა ანალიზმა მას ახალი შტამის წინაპარი ვარიანტი აღმოუჩინა.
წყარო: Science
ყველა ახალი ამბავი
0