ეროვნული ლარი გამყარდა – ექსპერტის პროგნოზი

CC0 / Wall Boat / 100 dollars bundleდოლარის კუპიურა
დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2022
გამოწერა
წლის მანძილზე ეროვნული ლარი დოლარის მიმართ 10%-ით გამყარდა.
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 თებერვლისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,9867GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0312 ლარით გამყარდა.
ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროცესი გაგრძელდება.

„ეროვნული ვალუტის გამყარება, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენაა. ეს არის მაკროეკონომიკური პროცესების მაჩვენებელი. მთლიანობაში წლის მანძილზე ეროვნული ლარი დოლარის მიმართ 10%-ით გამყარდა. რაც უფრო მაღალია ეკონომიკური ზრდა, მით უფრო სტაბილურად გამყარდება ლარის კურსი“, – განაცხადა არჩვაძემ „Sputnik-საქართველოსთან“.

ექსპერტის თქმით, მიმდინარე პროცესებში ძირითად როლს თამაშობს ორი ფაქტორი – შრომითი მიგრანტების ფულადი ტრანზაქციები და ექსპორტის ზრდა.
დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2022
ფულადი გზავნილები საქართველოში
„ჩვენმა მიგრანტებმა წლის განმავლობაში 2 მლრდ ლარზე მეტი ოდენობის ფულადი ტრანზაქციები განახორციელეს. ამასთან, ქვეყანა ზრდის აგროპროდუქციის ექსპორტს, რაც ასევე დადებითად აისახება ეკონომიკურ პროცესებზე“, – განაცხადა არჩვაძემ.
მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით, ექსპორტი 30%-ით არის გაზრდილი.
ექსპერტმა იმედი გამოთქვა, რომ თუ ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება და ხელისუფლება ორიენტირებული იქნება ექსპორტის განვითარებაზე, მაშინ საქართველომ შეიძლება მიაღწიოს დადებით სალდოს, რაც ეროვნულ ვალუტას კიდევ უფრო გაამყარებს.
ყველა ახალი ამბავი
0