Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„იქნებ კაციც დამნაშავეა...“ – ეკა მამალაძე ჭოხონელიძე-როინიშვილის ოჯახის დანგრევაზე

© Facebook / Eka Mamaladzeეკა მამალაძე
ეკა მამალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2022
გამოწერა
ეკა მამალაძემ ცნობილ სკანდალთან დაკავშირებით ისაუბრა.
გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ მომღერალმა ეკა მამალაძემ უპასუხა კითხვას, რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც სხვისი ოჯახის დანგრევას აბრალებდნენ.
„რომ ჩაიხედონ თავის თავში და დაადანაშაულონ, არავის უნდა. ეგება რაღაცა შენი ბრალია. რატომ არის, რომ ყველაფერი ქალს ბრალდება, იქნებ კაციც დამნაშავეა? ზოგი ოჯახიდანაც ვერ მოდის და ვიღაც ქალი ექაჩება მას“, – ამბობს ეკა მამალაძე.
მომღერალი, სავარაუდოდ, ცნობილ სკანდალს გულისხმობს, რომელიც მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გია როინიშვილის ოჯახთანაა დაკავშირებული.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე და გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს წლე­ბის წინ და­შორ­დნენ, რადგან გია რო­ი­ნიშ­ვილ­მა თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს ეკა მა­მა­ლა­ძეს­თან უღა­ლა­ტა. ეკა თამ­რი­კოს მე­გო­ბა­რი იყო და სწო­რედ მე­უღ­ლის­გან გა­იც­ნო ის გია რო­ი­ნიშ­ვილ­მა. 20-წლი­ა­ნი მყა­რი ოჯა­ხიც ამის შემ­დეგ და­ინ­გრა. ამბობდნენ, რომ თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ არც მე­გო­ბარს აპა­ტია ღა­ლა­ტი და არც ქმარს. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ჭოხონელიძე და როინიშვილი კვლავ ერთად არიან.
ყველა ახალი ამბავი
0