https://sputnik-georgia.com/20220204/amerikam-da-slovaketma-samxedro-tanamsromloba-gaaformes-264141166.html
სადავო შეთანხმება: შეერთებულმა შტატებმა და სლოვაკეთმა სამხედრო თანამშრომლობა გააფორმეს
სადავო შეთანხმება: შეერთებულმა შტატებმა და სლოვაკეთმა სამხედრო თანამშრომლობა გააფორმეს
Sputnik საქართველო
შეთანხმების გაფორმებას სლოვაკეთში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა.
2022-02-04T11:04+0400
2022-02-04T11:04+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
სლოვაკეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/11/260620819_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_843528387084d4d1c96f2e64a3c2ec11.jpg
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სლოვაკეთმა ვაშინგტონში სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, იუწყება Deutsche Welle.გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან კორჩოკმა მოაწერეს.აღნიშნული შეთანხმება შესაძლებლობას აძლევს აშშ-ს, გააფართოვოს სამხედრო ყოფნა სლოვაკეთში, კერძოდ, სამხედრო აეროდრომების — მალაცკი კუხინიასა და სლიაჩის მოდერნიზაციის გზით.იმისათვის, რომ დოკუმენტი ძალაში შევიდეს, საჭიროა სლოვაკეთის პარლამენტის მიერ რატიფიცირება, შემდეგ კი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ დამტკიცება.აღინიშნება, რომ შეთანხმების გაფორმებას სლოვაკეთში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა. დოკუმენტის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ამან შესაძლოა რესპუბლიკის სუვერენიტეტის დაკარგვა და ამერიკული ძალების მიერ სლოვაკეთის კანონმდებლობის დარღვევა გამოიწვიოს.ამასთან მან დაგმო გარიგების შინაარსის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია და აღნიშნა, რომ აშშ სლოვაკეთში არც მუდმივი სამხედრო ბაზების შექმნას და არც ამერიკული ჯარების მუდმივ განთავსებას არ აპირებს.შეთანხმების პირობებით, შეერთებული შტატები ორი სამხედრო აეროდრომის მოდერნიზაციას დააფინანსებს, რომლებიც სლოვაკეთის საკუთრებაში დარჩება, ხოლო ამერიკელი სამხედროები შეძლებენ უფასოდ ისარგებლონ ამ აეროდრომებით.წყარო: Deutsche Welle
აშშ
სლოვაკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/11/260620819_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_e26b45482860430247e60f4c7c84e834.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სამხედრო თანამშრომლობა სლოვაკეთი შეერთებული შტატების
სამხედრო თანამშრომლობა სლოვაკეთი შეერთებული შტატების
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სლოვაკეთმა ვაშინგტონში სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, იუწყება Deutsche Welle.
გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან კორჩოკმა მოაწერეს.
აღნიშნული შეთანხმება შესაძლებლობას აძლევს აშშ-ს, გააფართოვოს სამხედრო ყოფნა სლოვაკეთში, კერძოდ, სამხედრო აეროდრომების — მალაცკი კუხინიასა და სლიაჩის მოდერნიზაციის გზით.
იმისათვის, რომ დოკუმენტი ძალაში შევიდეს, საჭიროა სლოვაკეთის პარლამენტის მიერ რატიფიცირება, შემდეგ კი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ დამტკიცება.
აღინიშნება, რომ შეთანხმების გაფორმებას სლოვაკეთში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა. დოკუმენტის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ამან შესაძლოა რესპუბლიკის სუვერენიტეტის დაკარგვა და ამერიკული ძალების მიერ სლოვაკეთის კანონმდებლობის დარღვევა გამოიწვიოს.
„ეს შეთანხმება თანამშრომლობასა და პატივისცემას ეფუძნება. ის სლოვაკეთმა და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივად მოამზადეს, როგორც თანასწორუფლებიანმა და სუვერენულმა პარტნიორებმა, და ორივე ხალხის ინტერესებს წარმოადგენს“, — განაცხადა ენტონი ბლინკენმა დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიაზე.
ამასთან მან დაგმო გარიგების შინაარსის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია და აღნიშნა, რომ აშშ სლოვაკეთში არც მუდმივი სამხედრო ბაზების შექმნას და არც ამერიკული ჯარების მუდმივ განთავსებას არ აპირებს.
შეთანხმების პირობებით, შეერთებული შტატები ორი სამხედრო აეროდრომის მოდერნიზაციას დააფინანსებს, რომლებიც სლოვაკეთის საკუთრებაში დარჩება, ხოლო ამერიკელი სამხედროები შეძლებენ უფასოდ ისარგებლონ ამ აეროდრომებით.