როგორ მოვიხსნათ კისრის დაჭიმულობა: სამი უმარტივესი ვარჯიში

© Pixabay / Whitesessionკისრის მასაჟი
კისრის მასაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2022
გამოწერა
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. არასწორად, ანუ დაბლა განთავსებული ნოუთბუქი თუ ტელეფონი, ასევე კომპიუტერი, ადამიანის სიმაღლის შეუსაბამო სკამი, წვრილი შრიფტი — ყველაფერი ეს ადამიანს აიძულებს თავი წინ და დაბლა დახაროს და კისერი დაჭიმოს, რის შედეგადაც ჩნდება დისკომფორტი, იწყება თავის ძლიერი ტკივილები და ვითარდება ხერხემლის დაავადებები, აცხადებს ორგანიზაცია „ჯანმრთელი ხერხემლის“ დამაარსებელი ანასტასია რომანოვა.
მისი თქმით, არსებობს რამდენიმე მარტივი ვარჯიში, რომლებიც კისრის კუნთების მოდუნებაში დაგეხმარებათ — თანაც სამუშაო ადგილზევე.
ეს ვარჯიშები ასე გამოიყურება:
პირველი — წარმოიდგინეთ, რომ ნიკაპი ბრტყელ ზედაპირზე, მაგალითად, მაგიდაზე გიდევთ. თქვენი ამოცანაა, მაგიდაზე ნიკაპით წრეები გამოიყვანოთ (იატაკის პარალელურად) — 10 წრე ერთ მხარეს, 10 — მეორე მხარეს;
მეორე — წარმოიდგინეთ, რომ ცხვირი დაორთქლილ ფანჯარაზე გაქვთ მიდებული და „დახატეთ“ წრეები ცხვირით. ასევე 10–10-ჯერ.
დაიმახსოვრეთ: ამ დროს თავის წინ ან უკან გადახრა არ შეიძლება. შეეცადეთ სწორ მდგომარეობაში გეჭიროთ იგი.
მესამე — წრიული მოძრაობები თავით — ჭერის პარალელურად. შეეცადეთ, რომ თავი არ გადახაროთ, ხოლო ზურგი სწორად გეჭიროთ.
ამის შემდეგ, როგორც სპეციალისტი ამბობს, ეფექტის განსამტკიცებლად, საჭიროა, რომ წამოდგეთ და გაიარ-გამოიაროთ.

„კარგი იქნება, თუ ვარჯიშებს ყოველდღე შეასრულებთ, მით უმეტეს, რომ ამას ბევრი დრო არ სჭირდება“, — გვირჩევს სპეციალისტი.

გარდა ამისა, როგორც რომანოვა ამბობს, კისრის დაჭიმულობას მოგიხსნით თვალების მარტივი ვარჯიშიც ოფთალმოლოგიურ ცხრილზე. როგორც ირკვევა, ამ დროს თვალის მამოძრავებელი კუნთები აქტიურდება, რის შემდეგაც კეფის არეში სითბოსა და მოდუნებას იგრძნობთ.
წყარო: РИА Новости
ყველა ახალი ამბავი
0