ბაზრობაზე მაღალმა ძაბვამ 26 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა – ვიდეო

გამოწერა
თვითმხილველების თქმით, დაღუპულთა შორის უმეტესობა ქალია. ტრაგედიის მომენტში ისინი ბაზარში ვაჭრობდნენ.
კონგოს დედაქალაქ კინშასაში მდებარე ბაზარში მაღალი ძაბვის ელექტროკაბელი გაწყდა. ძაბვის გადატანის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.
კონგოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკული კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კაბელს მეხი დაეცა, რის შედეგადაც ის გაწყდა და ხალხში ჩამოვარდა.
პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს.
ყველა ახალი ამბავი
0