„ამასთან ურჩევნია...“ – რატომ არ იღებს ირინა ონაშვილთან ფოტოებს ქმარი? – მოდელის აღიარება

© Facebook / Irina Onashviliირინა ონაშვილი
ირინა ონაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2022
გამოწერა
ირინა ონაშვილი საზოგადოებაში პოპულარული „მის საქართველოდ“ არჩევის შემდეგ გახდა.
პოპულარული მოდელი, რომელსაც ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში გადაცემა მიჰყავს და პარალელურად „ინფლუენსერობასაც“ ითავსებს, სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს. მისმა ხელმომწერებმა შეამჩნიეს, რომ ირინას ფოტოებში თითქმის არ ჩანს მისი მეუღლე, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი.
„ინსტაგრამის“ „სთორიზე“ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არ უდევს ფოტოები მეუღლესთან, ირინამ სახალისო ფოტოთი უპასუხა. „ამასთან გადაღება ურჩევნია“, – დაწერა ონაშვილმა და ლადო ვარძელაშვილის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მას უბეში პატარა ძაღლი ჰყავს შესმული.
ლადო ვარძელაშვილი ირინა ონაშვილის მეორე მეუღლეა. წყვილი მაშინ დაქორწინდა, როდესაც ირინა 24 წლის იყო. მათ ორი მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავთ. წყვილი 12 წელია ერთადაა.
წყვილის დაშორებაზე ხშირად ვრცელდება ხოლმე ინფორმაცია, თუმცა, როგორც ჩანს, წყვილი ერთად თავს ბედნიერად გრძნობს.
ყველა ახალი ამბავი
0