ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა

© Ajara TVმეწყერი
მეწყერი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2022
გამოწერა
გზის აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხეთში მეწყერი ჩამოწვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მეწყრული პროცესის განვითარება უხვმა ნალექმა და ინტენსიურმა თოვამ გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერმა შიდასასოფლო გზა დააზიანა. 40-მდე ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.
ამ წუთებში ადგილზე გეოლოგები მუშაობენ, ასევე მობილიზებულია სპეცტექნიკა, რათა გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხდეს და მოსახლეობამ გადაადგილება შეუფერხებლად შეძლოს.
ყველა ახალი ამბავი
0