მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ახალი Big Mac Index: გამოცხადდა მსოფლიოს ყველაზე დაფასებული და უფასური ვალუტები

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2022
გამოწერა
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. რუსული ეროვნული ვალუტა რუბლი ყველაზე უფასური ვალუტაა მსოფლიოში, ადასტურებს ჟურნალ The Economist-ში გამოქვეყნებული „ბიგ მაკის ინდექსი“ (The Big Mac Index).
Big Mac-ის ინდექსი 1986 წლიდან ქვეყნდება და ის ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის თეორიას ემყარება, რომლის მიხედვითაც, ვალუტის კურსი უნდა უთანაბრდებოდეს სასაქონლო კალათის ღირებულებას სხვადასხვა ქვეყანაში. მაჩვენებლად აღებულია McDonald's-ის სტანდარტული ბურგერი, რომელიც მსოფლიოს ქვეყანათა უმეტესობაში იყიდება და ამასთან Big Mac-ი შეიცავს საკმარის საკვებ კომპონენტებს (პური, ყველი, ხორცი და ბოსტნეული) იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობის უნივერსალურ ნიმუშად ჩაითვალოს.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, აშშ-ში „ბიგ მაკი“ 5,81 დოლარი ღირს (დაახლოებით 444 რუბლი), ხოლო რუსეთში — 135 რუბლი, ანუ 1,77 დოლარი. შესაბამისად, რუსული ვალუტის სამართლიანი კურსი ერთ დოლარზე დაახლოებით 23 რუბლი უნდა იყოს. რეალურად კი ის 70%-ით არის გაუფასურებული.
რუსული რუბლი ასევე ბოლო ადგილზე აღმოჩნდა ვალუტების რეიტინგში. 2021 წლის იანვრის მონაცემებით, ის ბოლოსწინა ადგილზე იყო და მხოლოდ ლიბანურ ფუნტს უსწრებდა.
ახალ რეიტინგში ბოლოსწინა პოზიცია თურქულ ლირას ერგო (-67,9%), ხოლო ბოლოდან მესამე ადგილზე ინდონეზიური რუპია განთავსდა (-59,3%).
რაც შეეხება აშშ დოლარის მიმართ ვალუტის რეიტინგის პირველ სამეულს, ის ასე გამოიყურება:
შვეიცარიული ფრანკი: +20,2%
ნორვეგიული კრონი: +10%
შვედური კრონა: -0,4 .
ამასთან ევრო რეიტინგში მერვე ადგილზეა -14,7%-ით.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის ქვეყნებიდან რეიტინგში მხოლოდ აზერბაიჯანული მანათია შესული და ის 48-ე ადგილს იკავებს -54,4%-ით.
წყარო: The Economist
ყველა ახალი ამბავი
0