https://sputnik-georgia.com/20220203/bananis-keqsis-bananis-puris-recepti-264125168.html
ბანანის კექსი: ფაფუკი, მარტივი და იაფი რეცეპტი
ბანანის კექსი: ფაფუკი, მარტივი და იაფი რეცეპტი
Sputnik საქართველო
ნუ იჩქარებთ ზედმეტად დამწიფებული და დარბილებული ბანანის გადაყრას. აშშ-სა და კანადაში ძალიან უყვართ ე.წ. ბანანის პური, რომელიც სინამდვილეში პური სულაც არ არის... 03.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-03T17:44+0400
2022-02-03T17:44+0400
2023-06-27T12:28+0400
გემრიელი სამზარეულო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/04/264153010_0:38:1200:713_1920x0_80_0_0_d0e0bd6684b86f9dc34b42a78cae837f.jpg
ნუ იჩქარებთ ზედმეტად დამწიფებული და დარბილებული ბანანის გადაყრას. აშშ-სა და კანადაში ძალიან უყვართ ე.წ. ბანანის პური, რომელიც სინამდვილეში პური სულაც არ არის. ეს უგემრიელესი და უმარტივესი კექსია, რომლის რეცეპტსაც აქვე გთავაზობთ.მანამდე კი გეტყვით, რომ „ბანანის პურის“ რეცეპტის შექმნის ზუსტი თარიღი არავინ იცის. ზუსტად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ეს 1933 წელზე გვიან არ მომხდარა, ვინაიდან სწორედ მაშინ გამოქვეყნდა ერთ ამერიკულ კულინარიულ წიგნში. თქვენ დაგჭირდებათ:მომზადების წესი:დარბილებული კარაქი ან მარგარინი ათქვიფეთ შაქართან ერთად.ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შეაზილეთ ამ მასას, შემდეგ კი დაჭყლეტილი ბანანიც შეურიეთ.ამის მერე შეაზილეთ ფქვილი და სოდა და კარგად აურიეთ. შემდეგ მიქსერი ან ბლენდერი გვერდზე გადადეთ და მიღებულ მასას ნიგოზი კოვზით შეურიეთ.ცომი ცხიმწასმულ ან ქაღალდჩაფენილ ფორმაში მოათავსეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით. აცხვეთ 50 წუთის განმავლობაში.გამომცხვარი კექსი გააციეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.გარწმუნებთ, ასეთი ფაფუკი და გემრიელი კექსი გასინჯული არ გექნებათ.გაითვალისწინეთ: 100 გ ბანანის კექსის კალორიულობა „სულ რაღაც“ 326 კილოკალორიაა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/04/264153010_100:0:1100:750_1920x0_80_0_0_c587c8971d69b7ebffc1d31a33a27929.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გემრიელი სამზარეულო
ნუ იჩქარებთ ზედმეტად დამწიფებული და დარბილებული ბანანის გადაყრას. აშშ-სა და კანადაში ძალიან უყვართ ე.წ. ბანანის პური, რომელიც სინამდვილეში პური სულაც არ არის. ეს უგემრიელესი და უმარტივესი კექსია, რომლის რეცეპტსაც აქვე გთავაზობთ.
მანამდე კი გეტყვით, რომ „ბანანის პურის“ რეცეპტის შექმნის ზუსტი თარიღი არავინ იცის. ზუსტად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ეს 1933 წელზე გვიან არ მომხდარა, ვინაიდან სწორედ მაშინ გამოქვეყნდა ერთ ამერიკულ კულინარიულ წიგნში.
კარაქი ან მარგარინი — 100 გ;
ბანანი — სასურველია 3 ცალი, საშუალო ზომის;
დაჭრილი ნიგოზი — 2/3 ჭიქა.
დარბილებული კარაქი ან მარგარინი ათქვიფეთ შაქართან ერთად.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შეაზილეთ ამ მასას, შემდეგ კი დაჭყლეტილი ბანანიც შეურიეთ.
ამის მერე შეაზილეთ ფქვილი და სოდა და კარგად აურიეთ.
შემდეგ მიქსერი ან ბლენდერი გვერდზე გადადეთ და მიღებულ მასას ნიგოზი კოვზით შეურიეთ.
ცომი ცხიმწასმულ ან ქაღალდჩაფენილ ფორმაში მოათავსეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით. აცხვეთ 50 წუთის განმავლობაში.
გამომცხვარი კექსი გააციეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.
გარწმუნებთ, ასეთი ფაფუკი და გემრიელი კექსი გასინჯული არ გექნებათ.
გაითვალისწინეთ: 100 გ ბანანის კექსის კალორიულობა „სულ რაღაც“ 326 კილოკალორიაა.