აპირებს თუ არა თბილისის მერია ადმინისტრაციისთვის ახალი შენობის აშენებას

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2022
გამოწერა
დედაქალაქის მერია ნამდვილად გეგმავს ახალი შენობის აშენებას, მაგრამ არა ადმინისტრაციის, არამედ გარკვეული საქალაქო სამსახურებისთვის.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერიამ უარყო ინფორმაცია ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენების თაობაზე. ამის შესახებ განცხადება მერიის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
ტელეარხმა „მთავარმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერიისთვის ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას აპირებს, რაზეც ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო მილიონობით ლარი. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მერიამ პროექტის რეალიზებაზე უკვე კონკურსიც გამოაცხადა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მერიის ადმინისტრაცია არსად გადასვლას არ გეგმავს. გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ მერიის დაკვეთით მიდის პროექტირება შენობის, რომელშიც განთავსდება 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრი და სხვა სამსახურები.
„აღნიშნული შენობა უნდა აშენდეს თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე. ნაგებობაში მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, მუნიციპალური ინსპექცია, თბილისის განვითარების ფონდი და თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახური უნდა განთავსდეს", – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
ყველა ჩამოთვლილი დაწესებულება ამჟამად სხვადასხვა ადგილზეა განთავსებული.
წყარო: თბილისის მერია
ყველა ახალი ამბავი
0