https://sputnik-georgia.com/20220203/alavrdis-sakatedro-tazris-mimdebare-teritoriaze-premium-klasis-sastumro-asendeba-264134118.html
ალავერდის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე პრემიუმ კლასის სასტუმრო აშენდება
ალავერდის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე პრემიუმ კლასის სასტუმრო აშენდება
Sputnik საქართველო
სასტუმრო ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენდება
2022-02-03T22:11+0400
2022-02-03T22:11+0400
2022-02-03T23:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23753/46/237534658_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_0cd8754b9ce0a1389130691ac497f732.jpg
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში პრემიუმ კლასის სასტუმრო Alaverdi Resort აშენდება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სასტუმროს მშენებლობის დაწყების აღსანიშნად საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელმა გოგი სალაყაიამ მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს.სასტუმროს მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ასევე კომპანია „ბადაგონის“ ხელმძღვანელი პირები და იტალიელი პარტნიორები ესწრებოდნენ.კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებლის გოგი სალაყაიას განცხადებით, პროექტი განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, რადგან იგი ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე განხორციელდება და მნიშვნელოვანი იქნება იმ ბალანსის დაცვა, რაც, ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება–დაცვას, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესის განვითარებას გულისხმობს.პრემიუმ კლასის სასტუმროს Alaverdi Resort ასაშენებლად კომპანია „ბადაგონი“ 14 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სასტუმრო 32 ნომრიანი იქნება და წელიწადში 8-10 ათასი ვიზიტორის მიღებას გეგმავს. Alaverdi Resort-ში 80 ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლე იქნება.სასტუმროს გახსნა 2023 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.წყარო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23753/46/237534658_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_2e181e901f3c65f6c5e6ce0c64559002.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალავერდი ტერიტორია პრემიუმ კლასი სასტუმრო მშენებლობა
ალავერდი ტერიტორია პრემიუმ კლასი სასტუმრო მშენებლობა
ალავერდის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე პრემიუმ კლასის სასტუმრო აშენდება
22:11 03.02.2022 (განახლებულია: 23:23 03.02.2022) სასტუმრო ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენდება.
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში პრემიუმ კლასის სასტუმრო Alaverdi Resort აშენდება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასტუმროს მშენებლობის დაწყების აღსანიშნად საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელმა გოგი სალაყაიამ მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს.
სასტუმროს მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ასევე კომპანია „ბადაგონის“ ხელმძღვანელი პირები და იტალიელი პარტნიორები ესწრებოდნენ.
„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ეს ინვესტიცია, რომელიც 2022 წლის დასაწყისში ხორციელდება და არის გამოხმაურება ეკონომიკის აღდგენის იმ ტემპის, რომელიც საქართველომ 2021 წელს აჩვენა. Alaverdi Resort-ი იქნება ზუსტად ამის მაჩვენებელი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი კახეთის რეგიონში და ის განვითარების დამატებით მუხტს შემოიტანს რეგიონში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებლის გოგი სალაყაიას განცხადებით, პროექტი განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, რადგან იგი ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე განხორციელდება და მნიშვნელოვანი იქნება იმ ბალანსის დაცვა, რაც, ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება–დაცვას, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესის განვითარებას გულისხმობს.
პრემიუმ კლასის სასტუმროს Alaverdi Resort ასაშენებლად კომპანია „ბადაგონი“ 14 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სასტუმრო 32 ნომრიანი იქნება და წელიწადში 8-10 ათასი ვიზიტორის მიღებას გეგმავს. Alaverdi Resort-ში 80 ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლე იქნება.
სასტუმროს გახსნა 2023 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.