Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

11.543 შემთხვევა თბილისში: რა ეპიდვითარებაა რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 23.664-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.250.108-ს მიაღწია.
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 23.664 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 11.543 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 3.413, აჭარა – 2.334, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 1.554, ქვემო ქართლი – 1.296, შიდა ქართლი – 1.115, კახეთი – 851, გურია – 537, მცხეთა-მთიანეთი – 472, სამცხე-ჯავახეთი – 462, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 87.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8.326 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.038.391-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 42 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 15.102-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 196.589 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.723 პაციენტი.
ლაბორაატორიული კვლევები - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
პლუს 23.664: 3 თებერვლის კოვიდ-მონაცემები განახლდა
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.969 ადამიანი, მათ შორის 1.181 – თბილისში, 560 – აჭარაში.
188.897 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათგან თბილისში — 36, აჭარაში — 1.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 23.664-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.250.108-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0