ტელეარხები, შესაძლოა, გადასახადებისგან გაათავისუფლონ

© Facebook / Tamar Chugoshviliბიუროს სხდომა
ბიუროს სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ მედიასაშუალებების მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებისგან დროებით გათავისუფლების ინიციატივით გამოდის.
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომელთა თანახმად, ტელეარხები შესაძლოა მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებისგან გაათავისუფლონ.
შესწორებების ინიციატორია ოპოზიციური ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“, რომელიც ამტკიცებს, რომ დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის გამო და პანდემიიდან გამომდინარე რეკლამიდან ტელეკომპანიების შემოსავლები საგრძნობლად შემცირდა. ფრაქციის აზრით, შემოსავლების შემდგომმა შემცირებამ შეიძლება დამოუკიდებელი ტელეარხების გაქრობა გამოიწვიოს.
პრობლემის მოსაგვარებლად ფრაქცია გამოდის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული ტელე- და რადიომაუწყებლები 3 წლით, ხოლო ადგილობრივი მაუწყებლები 6 წლით გათავისუფლდნენ მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებისგან. წინადადების მიხედვით, მოგების გადასახადისგან 6 წლით, ხოლო დღგ-სგან მუდმივად უნდა გათავისუფლდეს ბეჭდვითი და ელექტრონული მედია.
ფრაქციის წევრების აზრით, კანონი 2023 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. თუ პარლამენტი ცვლილებებს მხარს დაუჭერს, სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსავლიდან თითქმის 25 მილიონ ლარს დაკარგავს.
ყველა ახალი ამბავი
0