თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებს კვლევებს დაუფინანსებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
გაფანტული სკლეროზი ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. დაავადების განვითარების უშუალო მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერია „გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის" ბენეფიციარებს დამატებით კვლევებს დაუფინანსებს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თბილისის მერიამ აღნიშნული პროგრამა 2020 წლიდან დაიწყო.

„2022 წლიდან თბილისის მერია აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარებს თავის ტვინისა და ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასაც დაუფინანსებს. დაავადების სიმპტომები 20-დან 40 წლამდე ასაკში ვლინდება და ამ ასაკობრივი ჯგუფის არატრავმული უნარშეზღუდულობის მიზეზი ხდება", – განაცხადა კალაძემ.

გაფანტული სკლეროზი – აუტოიმუნური ხასიათის ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს თავისა და ზურგის ტვინში დემიელინიზაციის კერების განვითარება. თუმცა, ყოველდღიურობაში „სკლეროზს" ხშირად ხანდაზმულ ასაკში მეხსიერების დარღვევას უწოდებენ. სახელწოდებას „გაფანტული სკლეროზი" საერთო არაფერი აქვს არც ხანდაზმულობის „სკლეროზთან", არც ყურადღების გაფანტულობასთან.
ყველა ახალი ამბავი
0