Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

პლასტიკური ოპერაცია თუ ვარჯიში? – შორენა ბეგაშვილის სექსუალურ უკანალს განიხილავენ – ვიდეო

© Facebook / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
შორენა ბეგაშვილი სულ უფრო გვაოცებს სექსუალური ფორმებით.
რამდენიმე საათის წინ მოდელმა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა და ხელმომწერებს ამცნო, რომ ვარჯიში განაახლა. სოციალური ქსელის მომხმარებლებს არ გამორჩენიათ ვიდეოში ბეგაშვილის მკვეთრად გაზრდილი უკანალი, რომელსაც ზოგი პლასტიკურ ქირურგიის შედეგს, ზოგი კი ვარჯიშს უკავშირებს.
ბეგაშვილი ყოველთვის ცდილობს იყოს ფორმაში და ამისთვის ბევრ ხერხს მიმართავს – იკეთებს ანტიცელულიტურ და გამამკვრივებელ მასაჟებს, სხვადასხვა აპარატურულ პროცედურებს, იკვებება დიეტურად და ახლა ფიზიკურ აქტივობასაც მიმართა.
მოდელი და მსახიობი 39 წლის არის. როგორც თავად ამბობს, მისი გული თავისუფალია და ცხოვრებით ტკბება. ბეგაშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს გოგონა - ევა, რომელიც სილამაზით დედას არ ჩამოუვარდება.
ბეგაშვილის სკანდალური სასიყვარულო ურთიერთობა ე.წ. კანონიერ ქურდთან ლაშა ბარათელთან, როგორც ჩანს, დასრულდა. წყვილი ერთმანეთს ჯერ კიდევ მაშინ იცნობდა, როდესაც შორენა ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან იყო ქორწინებაში. ამბობენ, რომ ბარათელი მას ძვირფასი საჩურებით ანებივრებდა. უცნობია, რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი.
ყველა ახალი ამბავი
0