https://sputnik-georgia.com/20220202/semekis-specialuri-jgufi-telmikosa-da-telass-seamowmebs-264096965.html
სემეკის სპეციალური სამუშაო ჯგუფი „თელმიკოსა“ და „თელასს“ შეამოწმებს
სემეკის სპეციალური სამუშაო ჯგუფი „თელმიკოსა“ და „თელასს“ შეამოწმებს
Sputnik საქართველო
სემეკში ირწმუნებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიებში გამოიკვეთება დარღვევები, კომისია მკაცრ ზომებს მიმართავს.
2022-02-02T19:46+0400
2022-02-02T19:46+0400
2022-02-02T21:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23926/90/239269074_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_9e205d4e98ec36e58e0a03517a3b95d1.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე სემეკის სპეციალური სამუშაო ჯგუფი „თელმიკოსა“ და „თელასს“ შეამოწმებს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა ბრიფინგზე.მისი თქმით, ხვალ გაიმართება კომისიის სხდომა, რომელზეც დაჩქარებული წესით განიხილავენ საკითხს, ხოლო შემდეგი კვირიდან კომპანიებში შემოწმების პროცესი დაიწყება.მისი თქმით, სისტემური დარღვევების შემთხვევაში პრობლემა მარტივი ჯარიმით ვერ ამოიწურება და ამიტომ „ყველა სცენარი განიხილება“.ამასთან, როგორც სემეკის წევრმა ბრიფინგზე აღნიშნა, პარალელურად მიმდინარეობს სასმელი წყლის დარიცხვის საკითხის შესწავლაც. კერძოდ, სემეკში ასევე შესულია მოქალაქეთა საჩივრები წყალმომარაგების კომპანია GWP-სგან დარიცხული გაზრდილი გადასახადების შესახებ.მისივე განცხადებით, თუ კომპანიებში დაფიქსირდება დარღვევები, კომისია სრული სიმკაცრით იმოქმედებს.„თელასი" ერთ-ერთი მსხვილი გამანაწილებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც თითქმის 700 ათას მომხმარებელს ემსახურება. 2021 წელს კომპანია „თელასი“ კომპანია „თელმიკომ“ ჩაანაცვლა, რომელმაც თბილისში ფუნქციონირება 1 ივლისიდან დაიწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23926/90/239269074_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_385668eda6336a44061609a3288baeea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სემეკი სამუშაო ჯგუფი „თელმიკო“ „თელასი“
სემეკი სამუშაო ჯგუფი „თელმიკო“ „თელასი“
სემეკის სპეციალური სამუშაო ჯგუფი „თელმიკოსა“ და „თელასს“ შეამოწმებს
19:46 02.02.2022 (განახლებულია: 21:48 02.02.2022) სემეკში ირწმუნებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიებში გამოიკვეთება დარღვევები, კომისია მკაცრ ზომებს მიმართავს.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე სემეკის სპეციალური სამუშაო ჯგუფი „თელმიკოსა“ და „თელასს“ შეამოწმებს, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ხვალ გაიმართება კომისიის სხდომა, რომელზეც დაჩქარებული წესით განიხილავენ საკითხს, ხოლო შემდეგი კვირიდან კომპანიებში შემოწმების პროცესი დაიწყება.
„საუბარია დეკემბრისა და იანვრის დარიცხვებზე, სადაც მოქალაქეები აფიქსირებენ პოზიციას, რომ მათ მიუვიდათ გაზრდილი გადასახადი. შემდეგი კვირიდან დაიწყება შემოწმების პროცესი. პირველ რიგში უნდა დავადგინოთ, არის თუ არა დარღვევები და ამ დარღვევების მასშტაბი“, – განაცხადა ფანგანმა.
მისი თქმით, სისტემური დარღვევების შემთხვევაში პრობლემა მარტივი ჯარიმით ვერ ამოიწურება და ამიტომ „ყველა სცენარი განიხილება“.
ამასთან, როგორც სემეკის წევრმა ბრიფინგზე აღნიშნა, პარალელურად მიმდინარეობს სასმელი წყლის დარიცხვის საკითხის შესწავლაც. კერძოდ, სემეკში ასევე შესულია მოქალაქეთა საჩივრები წყალმომარაგების კომპანია GWP-სგან დარიცხული გაზრდილი გადასახადების შესახებ.
„თუ საჭირო გახდება, სპეციალური სამუშაო ჯგუფი „ჯივიპიშიც“ შევა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კომისია კანონმდებლობის მიხედვით იხელმძღვანელებს. სამუშაო ჯგუფი ჯერჯერობით მარტო „თელასსა“ და „თელმიკოში“ შედის, რადგან ჩვენ ჯერ ბოლომდე არ გვაქვს მიღებული ინფორმაცია კომპანია „ჯივიპისგან“, - აღნიშნა ფანგანმა.
მისივე განცხადებით, თუ კომპანიებში დაფიქსირდება დარღვევები, კომისია სრული სიმკაცრით იმოქმედებს.
„თელასი" ერთ-ერთი მსხვილი გამანაწილებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც თითქმის 700 ათას მომხმარებელს ემსახურება. 2021 წელს კომპანია „თელასი“ კომპანია „თელმიკომ“ ჩაანაცვლა, რომელმაც თბილისში ფუნქციონირება 1 ივლისიდან დაიწყო.