სალომე სამადაშვილი „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გახდა

© photo: Sputnikსალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
სამადაშვილი ადრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრი იყო.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი გაწევრიანდა პარტიაში „ლელო საქართველოსთვის". ამის შესახებ პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, სამადაშვილი დაიკავებს პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობას.

„მგონი, სალომე სამადაშვილს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა იცნობს მას, მისი პოზიციის, პოლიტიკური მოღვაწეობის, დიპლომატიური კარიერიდან გამომდინარე. ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ასეთი სერიოზული ძალა შემოემატა „ლელოს", – განაცხადა ხაზარაძემ.

სამადაშვილის თქმით, „ლელო" პატრიოტების გაერთიანებაა და სწორედ ამიტომ მიიჩნევს ის მნიშვნელოვნად თავისი პოლიტიკური საქმიანობის მათთან ერთად გაგრძელებას.
„მეორე მთავარი ღირებულება პოლიტიკურ საქმიანობაში არის თავისუფლების დაცვა... „ლელო" თავისუფალი ადამიანების გაერთიანებაა", – განაცხადა სამადაშვილმა.
სამადაშვილი პარლამენტის დეპუტატი 2020 წლის არჩევნების შედეგად გახდა. მან კენჭი იყარა საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" პარტიული სიით.
სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" რიგები თანაპარტიელებთან უთანხმოების გამო 2021 წლის აპრილში დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა დამოუკიდებელი დეპუტატის სახით განაგრძო.
მალე მან მეათე მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობა დაიწყო ბანკირების პარტიასთან. 2021 წლის მაისში „ლელოს" ბაზაზე შეიქმნა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის", რომელშიც „ლელოს" ოთხი წევრის გარდა შევიდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები, მათ შორის სალომე სამადაშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0