https://sputnik-georgia.com/20220202/qartuli-xelnawerebi-google-arts--culture--ze-gantavsda-264086997.html
ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ქართული ხელნაწერები Google Arts & Culture-ზე განთავსდა
ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ქართული ხელნაწერები Google Arts & Culture-ზე განთავსდა
Sputnik საქართველო
სრულად არის წარმოდგენილი ყველა ის ხელნაწერი, რომელიც UNESCO-ს მიერ მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის ნაწილად არის აღიარებული. UNESCO-ს რეესტრში შესულ დოკუმენტებს პორტალზე Google Arts& Culture ცალკე სექცია დაეთმო.
2022-02-02T15:44+0400
2022-02-02T15:44+0400
2022-02-02T20:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
იუნესკო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/02/264078914_156:186:881:594_1920x0_80_0_0_367b3c3ba3908bd79d46900eac9c37fd.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული, UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესული უძველესი ქართული ხელნაწერები Google Arts & Culture-ზე განთავსდა.ეროვნული არქივის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების პროგრამისა და Google Arts&Culture-ის თანამშრომლობის შედეგად UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესულ დოკუმენტებს პორტალზე Google Arts& Culture ცალკე სექცია დაეთმო.ეს დოკუმენტებია: ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" (1745 წელი), IX-XV საუკუნეების 8 უძველესი ქართული ხელნაწერი და სახარება-პალიმფსესტი (IX-X, XII-XIII, XIV სს.).UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრის კომიტეტმა 2013-2017 წლებში ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ზედიზედ სამჯერ შეიტანა.წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/02/264078914_196:163:862:663_1920x0_80_0_0_8145543ebe3e45935740cc9ceba8b141.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
იუნესკო არქივი ხელნაწერები
იუნესკო არქივი ხელნაწერები
ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ქართული ხელნაწერები Google Arts & Culture-ზე განთავსდა
15:44 02.02.2022 (განახლებულია: 20:05 02.02.2022) UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესულ დოკუმენტებს პორტალზე Google Arts& Culture ცალკე სექცია დაეთმო.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული, UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესული უძველესი ქართული ხელნაწერები Google Arts & Culture-ზე განთავსდა.
ეროვნული არქივის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების პროგრამისა და Google Arts&Culture-ის თანამშრომლობის შედეგად UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესულ დოკუმენტებს პორტალზე Google Arts& Culture ცალკე სექცია დაეთმო.
„მათ შორის სრულად არის წარმოდგენილი ეროვნულ არქივში დაცული ყველა ის ხელნაწერი, რომელიც ამ დრომდე UNESCO-ს მიერ მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის ნაწილად არის აღიარებული", – აღნიშნულია განცხადებაში.
ეს დოკუმენტებია: ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" (1745 წელი), IX-XV საუკუნეების 8 უძველესი ქართული ხელნაწერი და სახარება-პალიმფსესტი (IX-X, XII-XIII, XIV სს.).
UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრის კომიტეტმა 2013-2017 წლებში ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ზედიზედ სამჯერ შეიტანა.