პროკურორი: თბილისში 5 ივლისს ჟურნალისტების ცემის საქმის ფიგურანტების ბრალი დამტკიცდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
პროკურორმა განაცხადა, რომ საქმეში არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ჟურნალისტების ცემის ფაქტს ადასტურებს
თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. ბრალდების მხარეს საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია, განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ თბილისში 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების ცემის საქმესთან დაკავშირებით.
იმ დღეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა თბილისში ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს - ისინი სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას, ვისაც ხელში მიკროფონი ან კამერა ეჭირა. 5 ივლისს დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი - ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები.
მედიის წარმომადგენლების ცემის ფაქტზე 27 ადამიანი დააკავეს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შვიდი მათგანის საქმე განიხილებოდა. გამოიკითხა ბრალდების მხარის მოწმეები.
„მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია შემდეგი გარემოება, სწორედ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ჟურნალისტები, მათზე განახორციელეს (ბრალდებულებმა - რედ.) ძალადობრივი ქმედებები, შესაძლებლობა არ მისცეს შეესრულებინათ პროფესიული მოვალეობა“, - აცხადებს გრიგოლ ნიშნიანიძე
მისი თქმით, ბრალდებას ხელთ აქვს ასევე ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც მომდევნო სასამართლო სხდომებზე იქნება წარმოდგენილი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყველა ბრალდებული განაჩენს საპატიმროში დაელოდება.
„ლგბტ ზონდერი“, „ლგბტ ფაშისტი“ – რას ითხოვს „კონსერვატიული მოძრაობა“ – ვიდეო აქციიდან >>
რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.
გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში თითოეულ მათგანს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0