გარდაიცვალა მონიკა ვიტი

© photo: Sputnik / Boris Kaufmanმონიკა ვიტი
მონიკა ვიტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
ულამაზეს მსახიობს დიდება იტალიური კინოს უდიდესი ოსტატის მიქელანჯელო ანტონიონის ფილმებში შესრულებულმა როლებმა მოუტანა.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. იტალიური კინოს ლეგენდა, მსახიობი მონიკა ვიტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა მეუღლემ რობერტო რუსომ გაავრცელა.
ალცჰაიმერის დაავადების გამო მსახიობი ბოლო 20 წლის განმავლობაში საჯაროდ არ გამოჩენილა. გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი უცნობია.
პირველი კინოროლი 1954 წელს შეასრულა ფილმში Ridere! Ridere! Ridere! მსახიობს განსაკუთრებული წარმატება მიქელანჯელო ანტონიონისთან თანამშრომლობამ მოუტანა – შეასრულა როლები მის ტრილოგიაში „თავგადასავალი“, „ღამე“, „დაბნელება“, ასევე ითამაშა ანტონიონის „წითელ უდაბნოში".
გარდა ამისა, მონიკა ვიტი მონაწილეობდა როჟე ვადიმის, ჟაკ ბარატიეს, ალბერტო სორდის, კარლო დი პალმას, ლუის ბუნუელის, ტინტო ბრასის, მარიო მონიჩელის ფილმებში. მას სულ 55 კინოროლი აქვს შესრულებული.
1989 წელს გადაიღო ფილმი Scandalo Segreto, თუმცა მისი სარეჟისორო დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა. მონიკა ვიტიმ ერთი წლის შემდეგ კინოკარიერა დაასრულა და თეატრს დაუბრუნდა.
არის „დავიდ დი დონატელოს" ხუთი ჯილდოს, ბერლინის კინოფესტივალის ვერცხლის დათვისა და ოთხი იტალიური ოქროს გლობუსის მფლობელი.
ყველა ახალი ამბავი
0