https://sputnik-georgia.com/20220202/ceskos-tavmjdomaris-arceva-ori-kvirit-gadaido-264072019.html
ცესკოს თავმჯდომარის არჩევა ორი კვირით გადაიდო
ცესკოს თავმჯდომარის არჩევა ორი კვირით გადაიდო
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ 12 დეპუტატი კორონავირუსით არის ინფიცირებული და მმართველი პარტია მათ გარეშე კენჭისყრაზე საკუთარ კანდიდატს ვერ გაიყვანს
2022-02-02T00:04+0400
2022-02-02T00:04+0400
2022-02-02T00:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:58:2400:1408_1920x0_80_0_0_e7b6c4e81f0c08fe5dd6a57cd4107f7b.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს 14-18 თებერვლის პლენარული სხდომების კვირაში აირჩევს.ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა 2020“-ის ხელმძღვანელი თენგიზ თევზაძე. კენჭისყრა ამ კვირაში იყო დაგეგმილი.საკითხის გადატანის ინიციატივით მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა. მისი თქმით, მმართველი პარტიის 12 დეპუტატი კორონავირუსით არის ავად და ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად პარტიას მათ გარეშე საჭირო ხმების მოგროვება გაუჭირდებოდა.ცესკოს თავმჯდომარე გახდება ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი 148 დეპუტატის 2/3-ის მხარდაჭერას მიიღებს.იურიდიულმა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა მოიწონა >>თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას, საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება.დღეისათვის არცერთ პარტიას არ გააჩნია ხმების 2/3 იმისათვის, რომ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა უზრუნველყოს. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი მანდატები, რათა განმეორებით კენჭისყრაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:0:2133:1600_1920x0_80_0_0_e0d2616f08cae416e1ff8d65e2c12bef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ცესკო თავმჯდომარე არჩევა ორი კვირა
ცესკო თავმჯდომარე არჩევა ორი კვირა
ცესკოს თავმჯდომარის არჩევა ორი კვირით გადაიდო
„ქართული ოცნების“ 12 დეპუტატი კორონავირუსით არის ინფიცირებული და მმართველი პარტია მათ გარეშე კენჭისყრაზე საკუთარ კანდიდატს ვერ გაიყვანს
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს 14-18 თებერვლის პლენარული სხდომების კვირაში აირჩევს.
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა 2020“-ის ხელმძღვანელი თენგიზ თევზაძე. კენჭისყრა ამ კვირაში იყო დაგეგმილი.
საკითხის გადატანის ინიციატივით მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა. მისი თქმით, მმართველი პარტიის 12 დეპუტატი კორონავირუსით არის ავად და ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად პარტიას მათ გარეშე საჭირო ხმების მოგროვება გაუჭირდებოდა.
ცესკოს თავმჯდომარე გახდება ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი 148 დეპუტატის 2/3-ის მხარდაჭერას მიიღებს.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას, საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება.
დღეისათვის არცერთ პარტიას არ გააჩნია ხმების 2/3 იმისათვის, რომ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა უზრუნველყოს. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი მანდატები, რათა განმეორებით კენჭისყრაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი გაიყვანოს.