ბაბუას მიერ შვილიშვილის გაუპატიურება: სასამართლო პროცესი დაიწყო

© photo: Sputnik / Sergey Venyavskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2022
გამოწერა
საქმის მთავარი მოწმე 13 წლის გოგონაა.
თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ერთ-ერთი რაიონული სასამართლო განიხილავს არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების გახმაურებულ საქმეს - ბრალდებული ბავშვის ბაბუაა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეარხის ინფორმაციით, გამოძიებისთვის გაუპატიურების ფაქტის შესახებ ცნობილი მომხდარიდან 5 წლის შემდეგ გახდა, მაგრამ მამაკაცი სისხლისსამართლებრივი პასუხისგებაში მაინც მიეცა.
ტელეკომპანიამ საქმის საზარელი დეტალებიც გაავრცელა, სახელების და ადგილმდებარეობის დასახელების გარეშე.
გოგონამ, რომელიც ახლა 13 წლის არის, უამბო გამოძიებას, რომ ბაბუა სახლში აუპატიურებდა და ეს სისტემატურად ხდებოდა. ყოველი ძალადობის შემდეგ კაცს შვილიშვილი ეკლესიაში მიჰყავდა და ცოდვების მონანიების გარდა, მისგან მომხდარის საიდუმლოდ შენახვას ითხოვდა.
იმავდროულად, დაცვის მხარე მზადაა დაამტკიცოს მამაკაცის უდანაშაულობა. ბრალდებულის ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი გაუპატიურებას იმპოტენციის გამო ვერ ჩაიდენდა.
ყველა ახალი ამბავი
0