https://sputnik-georgia.com/20220202/2-tebervals-charbteniani-teritoriebis-dacvis-dgea-264083959.html
2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღეა
2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღეა
Sputnik საქართველო
1971 წლის 2 თებერვალს ირანის ქალაქ რამსარში ხელი მოეწერა კონვენციას „ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ“. ამ კონვენციით მსოფლიო საზოგადოებრიობამ პლანეტისთვის... 02.02.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-02-02T14:50+0400
2022-02-02T14:50+0400
2022-02-02T19:45+0400
მიმოხილვები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24762/17/247621713_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_fcfc89c5dbf37a6243617fd74b3c6c2b.jpg
ჭაობთან დაკავშირებით ბევრ ჩვენგანს საკმაოდ უარყოფითი ასოციაციები გვაქვს. ჭაობის ხსენების დროს თვალწინ წარმოგვიდგება რაღაც შიშისმომგვრელი ბნელი სურათი. ეს კი ნამდვილი ცრურწმენაა, რაც მეტწილად კინემატოგრაფიის, ლიტერატურის და ფერწერის დამსახურებაა.სინამდვილეში ჭარბტენიანი ტერიტორიები (ან წყალ-ჭაობიანი ადგილები) უნიკალურ ეკოსისტემას წარმოადგენს. მეტიც, ეს მთავარი მექანიზმია სასათბურე აირებთან ბრძოლაში. თუმცა, ადამიანის ჩარევის გამო ბევრი ჭაობი ან უკვე გაქრა, ან გაქრობის პირასაა. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. ჩვენი ქვეყანა რამსარის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა.გასულ საუკუნეში მიიჩნევდნენ, რომ ჭაობები სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად გამოყენების მიზნით უნდა დაშრეს. ამიტომაც თავიდან ამ ადგილებში ირგვებოდა ჩაი, ციტრუსები, მარცვლოვანი კულტურები. ხოლო 90-იან წლებში მედლის უკანა მხარეს გადააწყდნენ: დაიწყო ტერიტორიების ხელმეორედ დაჭაობების პროცესი. შედეგად გაჩნდა ჰექტრობით გამოყენებისთვის უვარგისი მიწები.კოლხეთის დაბლობი და ისპანის ტორფიანი ჭაობებიკოლხეთის დაბლობი და ისპანის ტორფიანი ჭაობები, რომლებიც დაახლოებით 1700 წლის წინ გაჩნდა, რამსარის კონვენციის წყალობით დაცულ ტერიტორიებს წარმოადგენს.1997 წლიდან ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს და კოლხეთის ეროვნულ პარკს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა.ისპანის ჭაობები ქობულეთის ნაკრძალის ნაწილია. ისინი ტორფის ხავსით – სფაგნუმით არის დაფარული, რომელიც შთანთქავს ნახშირორჟანგს და შემდგომში მას ტორფად აქცევს. ტორფი ჭაობების ფსკერზე გროვდება, ის არანაირ ხრწნას არ განიცდის, რადგან ჟანგბადი არ მიეწოდება. ამას გარდა, აქ ულამაზესი შავი წერო ბინადრობს.საქართველოს ეკოლოგიისთვის კოლხეთის დაბლობის მნიშვნელობა შეუფასებელია. ის წარმოადგენს თავისებურ ბარიერს, რომელიც ხმელეთს რამდენიმემეტრიანი დიუნების ზოლის წყალობით შავი ზღვის შემოსვლისგან იცავს. კოლხეთის დაბლობი 44.785 კვადრატულ მეტრ ფართობს იკავებს და ათობით სახეობის ცხოველის, მწერის, ფრინველის, განსაკუთრებით, გადამფრენი ფრინველების საცხოვრებელ არეალს წარმოადგენს.პარკის ტერიტორიაზე შემორჩენილია რელიქტური და ენდემური სახეობის უამრავი მცენარე, ბევრი მათგანი წითელ წიგნშია შეტანილი, როგორც, მაგალითად, კოლხეთის ბზა. ჭაობების უკანა მხარემეოცე საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში მალარიასთან ბრძოლა დაიწყო, უფრო ზუსტად კი მალარიის კოღოსთან. თბილი და ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი შესანიშნავად უწყობდა ხელს მათ გამრავლებას. სახელმწიფომ მეცნიერებთან ერთად მალარიის კოღოსთან ბრძოლა ყველა შესაძლო ხერხით დაიწყო. მთავარ მტრად ჭაობები გამოცხადდა.დაიწყო ინტენსიური დარგვა იმ ხეების, რომლებიც დიდი რაოდენობით სინესტეს შთანთქავს, ეს არის ევკალიპტები და ჭადრები. როდესაც ამან არ გაჭრა, მოუხმეს ქიმიურ პრეპარატებს. შემდეგ კი გადაწყდა წყალ-ჭაობიან ადგილებში მტაცებლის „ჩანერგვა“ – ეს არის თევზი გამბუზია. ამან გადაჭრა პრობლემა, რადგან გამბუზია იკვებება მალარიის კოღოს მატლებითა და ჭუპრებით და ამით მის პოპულაციას ამცირებს. მტაცებელმა თევზმა შეაჩერა ადამიანის მიერ ჭაობების განადგურება. საქართველოს ჭაობების ტურისტული პოტენციალისაქართველოს წყალ-ჭაობიანი ადგილები უკვე იზიდავს ტურისტებს. ათობით ათასი ადამიანი ჩამოდის დასავლეთ საქართველოში, რათა დატკბეს ბუნების სილამაზით, გადამფრენი ფრინველებით და იშვიათი მცენარეების ყვავილობით. მნიშვნელოვანია, რომ წყალ-ჭაობიანი ადგილების ინფრასტრუქტურა წლიდან წლამდე უმჯობესდება. დასავლეთ საქართველოს ჭაობებისა და ტბების გარდა არსებობს ჯავახეთის საოცარი მთის ტბები და ჭაობები. ამ რეგიონის ლანდშაფტი და კლიმატი ცალკე მასალის თემაა. აქ არის მთები, ვულკანური წარმოშობის პლატოები, სტეპები, ალპური მცენარეული საფარი, მდინარეები, ტბები, ჭაობები. ამ ადგილების უდიდესი ნაწილი ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ეკუთვნის. დღეს მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ეს მიწები რამსარის კონვენციის დაცვის არეალში მოხვდეს.საქართველოს ჭაობების უნიკალური და იდუმალებით მოცული სამყარო ბუნების პირველყოფილ სილამაზეს მალავს. წყალ-ჭაობიან ადგილებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს დღეს დაცული ტერიტორიების სააგენტო კურირებს. სააგენტოს თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეჩერდეს ჭაობების გაქრობის პროცესი და ისინი ადამიანისგან დაიცვან. უნდა გვახსოვდეს, რომ ჭაობების დაცვით ადამიანები პლანეტის კლიმატს შეუქცევადი ცვლილებებისგან იცავენ.საქართველოს 4 დაცული ტერიტორია: კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიშის დაცული ტერიტორიები და მტირალას ეროვნული პარკი, როგორც უნიკალური კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, UNESCO-ს მიერ აღიარებულია მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე უბნებად.აღნიშნული სტატუსის მინიჭებით საქართველოს უნიკალური ბუნება კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო მასშტაბით რუკაზე, როგორც გამორჩეული უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მნიშვნელობისაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24762/17/247621713_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_e8709d1af03a05e90fef96b5a1dc04c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიმოხილვები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
მიმოხილვები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღეა
14:50 02.02.2022 (განახლებულია: 19:45 02.02.2022) 1971 წლის 2 თებერვალს ირანის ქალაქ რამსარში ხელი მოეწერა კონვენციას „ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ“. ამ კონვენციით მსოფლიო საზოგადოებრიობამ პლანეტისთვის ჭაობების მნიშვნელობა გაიაზრა.
ჭაობთან დაკავშირებით ბევრ ჩვენგანს საკმაოდ უარყოფითი ასოციაციები გვაქვს. ჭაობის ხსენების დროს თვალწინ წარმოგვიდგება რაღაც შიშისმომგვრელი ბნელი სურათი. ეს კი ნამდვილი ცრურწმენაა, რაც მეტწილად კინემატოგრაფიის, ლიტერატურის და ფერწერის დამსახურებაა.
სინამდვილეში ჭარბტენიანი ტერიტორიები (ან წყალ-ჭაობიანი ადგილები) უნიკალურ ეკოსისტემას წარმოადგენს. მეტიც, ეს მთავარი მექანიზმია სასათბურე აირებთან ბრძოლაში. თუმცა, ადამიანის ჩარევის გამო ბევრი ჭაობი ან უკვე გაქრა, ან გაქრობის პირასაა. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. ჩვენი ქვეყანა რამსარის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა.
გასულ საუკუნეში მიიჩნევდნენ, რომ ჭაობები სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად გამოყენების მიზნით უნდა დაშრეს. ამიტომაც თავიდან ამ ადგილებში ირგვებოდა ჩაი, ციტრუსები, მარცვლოვანი კულტურები. ხოლო 90-იან წლებში მედლის უკანა მხარეს გადააწყდნენ: დაიწყო ტერიტორიების ხელმეორედ დაჭაობების პროცესი. შედეგად გაჩნდა ჰექტრობით გამოყენებისთვის უვარგისი მიწები.
კოლხეთის დაბლობი და ისპანის ტორფიანი ჭაობები
კოლხეთის დაბლობი და ისპანის ტორფიანი ჭაობები, რომლებიც დაახლოებით 1700 წლის წინ გაჩნდა, რამსარის კონვენციის წყალობით დაცულ ტერიტორიებს წარმოადგენს.
1997 წლიდან ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს და კოლხეთის ეროვნულ პარკს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა.
ისპანის ჭაობები ქობულეთის ნაკრძალის ნაწილია. ისინი ტორფის ხავსით – სფაგნუმით არის დაფარული, რომელიც შთანთქავს ნახშირორჟანგს და შემდგომში მას ტორფად აქცევს. ტორფი ჭაობების ფსკერზე გროვდება, ის არანაირ ხრწნას არ განიცდის, რადგან ჟანგბადი არ მიეწოდება. ამას გარდა, აქ ულამაზესი შავი წერო ბინადრობს.
საქართველოს ეკოლოგიისთვის კოლხეთის დაბლობის მნიშვნელობა შეუფასებელია. ის წარმოადგენს თავისებურ ბარიერს, რომელიც ხმელეთს რამდენიმემეტრიანი დიუნების ზოლის წყალობით შავი ზღვის შემოსვლისგან იცავს. კოლხეთის დაბლობი 44.785 კვადრატულ მეტრ ფართობს იკავებს და ათობით სახეობის ცხოველის, მწერის, ფრინველის, განსაკუთრებით, გადამფრენი ფრინველების საცხოვრებელ არეალს წარმოადგენს.
პარკის ტერიტორიაზე შემორჩენილია რელიქტური და ენდემური სახეობის უამრავი მცენარე, ბევრი მათგანი წითელ წიგნშია შეტანილი, როგორც, მაგალითად, კოლხეთის ბზა.
მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში მალარიასთან ბრძოლა დაიწყო, უფრო ზუსტად კი მალარიის კოღოსთან. თბილი და ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი შესანიშნავად უწყობდა ხელს მათ გამრავლებას. სახელმწიფომ მეცნიერებთან ერთად მალარიის კოღოსთან ბრძოლა ყველა შესაძლო ხერხით დაიწყო. მთავარ მტრად ჭაობები გამოცხადდა.
დაიწყო ინტენსიური დარგვა იმ ხეების, რომლებიც დიდი რაოდენობით სინესტეს შთანთქავს, ეს არის ევკალიპტები და ჭადრები. როდესაც ამან არ გაჭრა, მოუხმეს ქიმიურ პრეპარატებს. შემდეგ კი გადაწყდა წყალ-ჭაობიან ადგილებში მტაცებლის „ჩანერგვა“ – ეს არის თევზი გამბუზია. ამან გადაჭრა პრობლემა, რადგან გამბუზია იკვებება მალარიის კოღოს მატლებითა და ჭუპრებით და ამით მის პოპულაციას ამცირებს. მტაცებელმა თევზმა შეაჩერა ადამიანის მიერ ჭაობების განადგურება.
საქართველოს ჭაობების ტურისტული პოტენციალი
საქართველოს წყალ-ჭაობიანი ადგილები უკვე იზიდავს ტურისტებს. ათობით ათასი ადამიანი ჩამოდის დასავლეთ საქართველოში, რათა დატკბეს ბუნების სილამაზით, გადამფრენი ფრინველებით და იშვიათი მცენარეების ყვავილობით. მნიშვნელოვანია, რომ წყალ-ჭაობიანი ადგილების ინფრასტრუქტურა წლიდან წლამდე უმჯობესდება.
დასავლეთ საქართველოს ჭაობებისა და ტბების გარდა არსებობს ჯავახეთის საოცარი მთის ტბები და ჭაობები. ამ რეგიონის ლანდშაფტი და კლიმატი ცალკე მასალის თემაა. აქ არის მთები, ვულკანური წარმოშობის პლატოები, სტეპები, ალპური მცენარეული საფარი, მდინარეები, ტბები, ჭაობები. ამ ადგილების უდიდესი ნაწილი ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ეკუთვნის. დღეს მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ეს მიწები რამსარის კონვენციის დაცვის არეალში მოხვდეს.
საქართველოს ჭაობების უნიკალური და იდუმალებით მოცული სამყარო ბუნების პირველყოფილ სილამაზეს მალავს. წყალ-ჭაობიან ადგილებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს დღეს დაცული ტერიტორიების სააგენტო კურირებს. სააგენტოს თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეჩერდეს ჭაობების გაქრობის პროცესი და ისინი ადამიანისგან დაიცვან. უნდა გვახსოვდეს, რომ ჭაობების დაცვით ადამიანები პლანეტის კლიმატს შეუქცევადი ცვლილებებისგან იცავენ.
საქართველოს 4 დაცული ტერიტორია: კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიშის დაცული ტერიტორიები და მტირალას ეროვნული პარკი, როგორც უნიკალური კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები, UNESCO-ს მიერ აღიარებულია მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე უბნებად.
აღნიშნული სტატუსის მინიჭებით საქართველოს უნიკალური ბუნება კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო მასშტაბით რუკაზე, როგორც გამორჩეული უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მნიშვნელობისაა.