https://sputnik-georgia.com/20220201/ugulava-male-davijereb-rom-msoflio-cempions-vceme-264055581.html
უგულავა: მალე დავიჯერებ, რომ ჩემპიონს ვცემე
უგულავა: მალე დავიჯერებ, რომ ჩემპიონს ვცემე
Sputnik საქართველო
ეს საქმე პოლიტიკური და სამართლებრივი აბსურდია. პროკურატურაც ირწმუნება, სასამართლოც ამას იძახის, გავაშელიშვილიც მაგას წერს, ბოლოს მეც დავიჯერებ, რომ ვცემე, აცხადებს უგულავა
2022-02-01T15:31+0400
2022-02-01T15:31+0400
2022-02-01T19:35+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262069135_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_17750e0c5728088b98d252d27670ee19.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ძალადობაში ბრალდებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, წარსულში თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ უკვე მზადაა დაიჯეროს, რომ ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი სცემა.თბილისის საქალაქო სასამართლოში სამშაბათს 2019 წლის დეკემბერში თბილისის აეროპორტში მომხდარ საქმეზე მოსმენა დაიწყო. უგულავას ბრალად ედება ევროპის ჩემპიონის ბადრი გავაშელიშვილის ცემა. უგულავასთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვს მეორე სპორტსმენს – დავით პარკაძეს, რომელსაც ბრალი ედება უგულავას თანმხლების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიორგი გაბაშვილის ცემაში.უგულავა სასამართლო პროცესს ესწრება. დღევანდელ მოსმენაზე დაგეგმილია ბრალდების მხარის ოთხი მოწმის დაკითხვა. მათ შორის არიან სასაზღვრო პატრული და გამომძიებელი.კონფლიქტი საპასპორტო კონტროლის ზონაში მოხდა. უგულავამ და გაბაშვილმა, რომლებიც ვერ გაფრინდნენ ლარნაკაში, განაცხადეს, რომ მათ ორი უცნობი პირი დაესხა თავს.მოწმეების დაკითხვის შედეგად გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ მსხვერპლი არიან გაბაშვილი და გავაშელიშვილი, ანუ ერთი მათგანი, ვისაც ოპოზიციონერებმა თავდასხმაში დასდეს ბრალი.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უგულავასა და მეორე ბრალდებულს ელოდებათ ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120-დან 180 საათამდე ვადით, ან შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან ერთ წლამდე პატიმრობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262069135_89:0:1228:854_1920x0_80_0_0_bb1336e352c598d0a38222689136a80a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უგულავა სასამართლო პროცესი ცემა ჩემპიონი
უგულავა სასამართლო პროცესი ცემა ჩემპიონი
უგულავა: მალე დავიჯერებ, რომ ჩემპიონს ვცემე
15:31 01.02.2022 (განახლებულია: 19:35 01.02.2022) დედაქალაქის ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ მზადაა აღიაროს დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ძალადობაში ბრალდებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, წარსულში თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ უკვე მზადაა დაიჯეროს, რომ ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი სცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამშაბათს 2019 წლის დეკემბერში თბილისის აეროპორტში მომხდარ საქმეზე მოსმენა დაიწყო. უგულავას ბრალად ედება ევროპის ჩემპიონის ბადრი გავაშელიშვილის ცემა. უგულავასთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვს მეორე სპორტსმენს – დავით პარკაძეს, რომელსაც ბრალი ედება უგულავას თანმხლების, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიორგი გაბაშვილის ცემაში.
„ეს საქმე პოლიტიკური და სამართლებრივი აბსურდია და ამ რეჟიმის ცინიზმს კარგად წარმოაჩენს. მე და გოკა გაბაშვილს ყველაზე დაცულ ადგილზე თავს დაგვესხნენ, მერე აქეთ დამაბრალეს, რომ ვცემე და აგერ სასამართლოზე დავდივარ. პროკურატურაც თუ ირწმუნება, სასამართლოც თუ ამას იძახის, გავაშელიშვილიც მაგას წერს, ბოლოში მეც დავიჯერებ, რომ ვცემე, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მეტი რა ვქნა", – განუცხადა უგულავამ ჟურნალისტებს.
უგულავა სასამართლო პროცესს ესწრება. დღევანდელ მოსმენაზე დაგეგმილია ბრალდების მხარის ოთხი მოწმის დაკითხვა. მათ შორის არიან სასაზღვრო პატრული და გამომძიებელი.
კონფლიქტი საპასპორტო კონტროლის ზონაში მოხდა. უგულავამ და გაბაშვილმა, რომლებიც ვერ გაფრინდნენ ლარნაკაში, განაცხადეს, რომ მათ ორი უცნობი პირი დაესხა თავს.
მოწმეების დაკითხვის შედეგად გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ მსხვერპლი არიან გაბაშვილი და გავაშელიშვილი, ანუ ერთი მათგანი, ვისაც ოპოზიციონერებმა თავდასხმაში დასდეს ბრალი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უგულავასა და მეორე ბრალდებულს ელოდებათ ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120-დან 180 საათამდე ვადით, ან შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ან ერთ წლამდე პატიმრობა.