თბილისის მერიის „ცხელი ხაზი" დროებით ზარებს ვერ იღებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
გამოწერა
პრობლემის გადასაჭრელად შესაბამისი ჯგუფი უკვე მუშაობს და სერვისი უახლოეს საათებში აღდგება, აცხადებენ მერიაში.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ტექნიკური შეფერხების გამო თბილისის მერიის „ცხელი ხაზი" მობილური ოპერატორებისგან ზარებს დროებით ვერ იღებს, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათი ინფორმაციით, პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ჯგუფი უკვე მუშაობს და აღნიშნული ხარვეზი მალე გამოსწორდება.

„ტექნიკური შეფერხების გამო თბილისის მერიის „ცხელი ხაზი“ მობილური ოპერატორებისგან ზარებს დროებით ვერ იღებს. შესაბამისი ჯგუფი პრობლემის გადასაჭრელად მუშაობს და უახლოეს საათებში ხარვეზი გამოსწორდება", – ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის.
წყარო: თბილისის მერია
ყველა ახალი ამბავი
0