Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ღმერთს ვთხოვ პატიებას...“ – ვისთან უღალატა სოსო პავლიაშვილმა ცოლს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშისოსო პავლიაშვილი ცოლთან ერთად
სოსო პავლიაშვილი ცოლთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
გამოწერა
ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღერ­ლე­ბი­დან სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია, რო­მე­ლიც რუ­სებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­იყ­ვა­რეს.
მოსკოვში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა, რომელიც გადაცემა „კაცის ბედის“ სტუმარი იყო, პირადი ცხოვრების უცნობ დეტალებზე ისაუბრა.
2020 წელს პავლიაშვილი დაქორწინდა თავის ბექ-ვოკალისტზე, 16 წლით უმცროს ირინა პატლახზე. ხელოვანის რჩეული 20 წელი ელოდებოდა ამ დღეს. გაირკვა, რომ ქალი დაეხმარა მომღერალს სერიოზული ავარიის შემდეგ ჯანმრთელობის აღდგენაში და ეპილეფსიის შეტევებისგან თავის დაღწევაში.
ამჟამინდელ სიყვარულთან შეხვედრამდე დიდი ხნით ადრე სოსო პავლიაშვილი პიანისტ ნინო უჩანეიშვილზე იყო დაქორწინებული საქართველოში. როგორც მომღერალმა ინტერვიუში განმარტა, ცოლმა მას ვაჟი და ოჯახური კომფორტი აჩუქა. როცა მომღერალი გასტროლებზე დადიოდა, ნინო მოთმინებით ელოდა ქმარს. მაგრამ, როგორც მომღერალი ამბობს, არ იყო ცოლის ერთგული. მშვენიერი გოგონები მას ეთაყვანებოდნენ და ცდუნება ძალიან დიდი იყო.

„ღალატი ღალატია. მე ვუღალატე ნინოს. ამას ვაცნობიერებ და ყოველთვის ღმერთს ვთხოვ პატიებას იმ ტკივილისთვის, რაც მას მივაყენე", – განაცხადა სოსო პავლიაშვილმა.

მომღერალი ყოფილ მეუღლესთან კონტაქტს დღემდე არ წყვეტს. „ის ისევეა, როგორც ნათესავი და არც იქნება სხვაგვარად“, – განაცხადა მომღერალმა.
პავ­ლი­აშ­ვი­ლე­ბი მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში გრან­დი­ო­ზულ ვი­ლა­ში ცხოვ­რო­ბენ. მათ­თან ერ­თად ცხოვ­რობს სო­სოს უფ­რო­სი შვი­ლი, 33 წლის ლე­ვან პავ­ლი­აშ­ვი­ლი. ლე­ვა­ნი რუ­სულ ბო­მონდში კარ­გად ცნო­ბი­ლი სა­ხეა. ის წლე­ბის წინ მა­მამ სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­იყ­ვა­ნა და ბიჭ­მა მოს­კოვ­ში სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა, თუმ­ცა პრო­ფე­სი­ით არა­სო­დეს უმუ­შა­ვია.
სოსოს და ირინას ორი ქალიშვილი ჰყავთ, უფროსი ქალიშვილი ელისაბედი 17 წლისაა, ხოლო სანდრა – 13-ის.
ყველა ახალი ამბავი
0