Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გოგო, თუ ბიჭი? – რიანა და მისი შეყვარებული პირველ შვილს ელოდებიან

© AFP 2024 / ANGELA WEISSრიანა და A$AP Rocky
რიანა და A$AP Rocky

 - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2022
გამოწერა
რიანას ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა.
ბარბადოსელი მომღერლის რიანას ორსულობის შესახებ პირველად ეჭვი მაშინ გაჩნდა, როდესაც ლამაზმანმა ბარბადოსის ღირსების ორდენი მიიღო და, აი, ინფორმაცია დადასტურდა – 33 წლის ვარსკვლავმა მუცელი გამოაჩინა და მომავალი ბავშვის მამასთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში გამოჩნდა.
რიანას „შანელის“ 16.728 ევროდ შეფასებული გრძელი, ვარდისფერი ქურთუკი ამშვენებდა. კომენტარებში წერენ, რომ ამ ფერს სიმბოლური დატვირთვა აქვს და ის გოგონას ელოდება. რაც შეეხება რირის ორსულობის ვადას, დასავლური მედია წერს, რომ რიანა უკვე მე-7 თვეში იმყოფება.
წარსულში ბარბადოსელ ლამაზმანს საკმაოდ ბევრი სასიყვარულო ისტორია ჰქონდა. თუმცა ბოლოს მაინც ძველ სიყვარულს დაუბრუნდა. 33 წლის რირი ახლა 32 წლის რეპერ A$AP Rocky-ს ხვდება.
პირველად რეპერი რიანას გვერდით სცენაზე 2013 წელს გამართულ ტურნეში Diamonds გამოჩნდა. შემდეგ ისინი დაშორდნენ, ხოლო 2020 წელს ურთიერთობა კვლავ განაახლეს. მუსიკოსები ერთმანეთს 2013 წლიდან იცნობენ და კარგი მეგობრები არიან. მიმდინარე წლის იანვარში რიანამ ბოიფრენდთან ჰასენ ჯამილთან სამწლიანი ურთიერთობა დაასრულა.
ყველა ახალი ამბავი
0