https://sputnik-georgia.com/20220201/ramdenit-gamyarda-lari-dolartan-da-evrostan-mimartebit-264026433.html
რამდენით გამყარდა ლარი დოლარისა და ევროს მიმართ გასული წლის დეკემბერში
რამდენით გამყარდა ლარი დოლარისა და ევროს მიმართ გასული წლის დეკემბერში
Sputnik საქართველო
2021 წლის დეკემბერში ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის და ევროს მიმართ გამყარდა
2022-02-01T09:41+0400
2022-02-01T09:41+0400
2022-02-01T14:07+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/88/234438825_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_2e80f5a9b1b432c6a2b1263e8955cfaa.jpg
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ლარის საშუალო გაცვლითი კურსი 2021 წლის დეკემბერში აშშ დოლარის მიმართ 1,2 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 2,2 პროცენტით გამყარდა, ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ „თვის მიმოხილვაში".დეკემბრის თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ, შესაბამისად, 3,0976 და 3,5040 შეადგინა.რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ბაზრებს, საანგარიშო პერიოდში იქ დოლარი ევროს მიმართ საშუალოდ 1,8 პროცენტით გამყარდა, თურქული ლირის მიმართ – საშუალოდ 22,5 პროცენტით, სომხური დრამის მიმართ – საშუალოდ 1,7 პროცენტით, რუსული რუბლის მიმართ საშუალოდ 1,4 პროცენტით გაუფასურდა, აზერბაიჯანული მანათის მიმართ კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.მარეგულირებლის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 4,0 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 6,6 პროცენტით გამყარდა.წლიურად ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 20,4 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 17,9 პროცენტით გამყარდა.დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/88/234438825_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_4f07e8118e9bfb5bca344f4ec1fc9474.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლარი გაცვლითი კურსი ბანკი
ლარი გაცვლითი კურსი ბანკი
რამდენით გამყარდა ლარი დოლარისა და ევროს მიმართ გასული წლის დეკემბერში
09:41 01.02.2022 (განახლებულია: 14:07 01.02.2022) 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ლარის საშუალო გაცვლითი კურსი 2021 წლის დეკემბერში აშშ დოლარის მიმართ 1,2 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 2,2 პროცენტით გამყარდა, ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ „თვის მიმოხილვაში".
დეკემბრის თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ, შესაბამისად, 3,0976 და 3,5040 შეადგინა.
რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ბაზრებს, საანგარიშო პერიოდში იქ დოლარი ევროს მიმართ საშუალოდ 1,8 პროცენტით გამყარდა, თურქული ლირის მიმართ – საშუალოდ 22,5 პროცენტით, სომხური დრამის მიმართ – საშუალოდ 1,7 პროცენტით, რუსული რუბლის მიმართ საშუალოდ 1,4 პროცენტით გაუფასურდა, აზერბაიჯანული მანათის მიმართ კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.
მარეგულირებლის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 4,0 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 6,6 პროცენტით გამყარდა.
წლიურად ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 20,4 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 17,9 პროცენტით გამყარდა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.